x
"ალ ქაიდას" ლიდერი მომხრეებს დასავლეთში ტერაქტების განხორციელებისკენ მოუწოდებს

imageტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" ლიდერი აიმან აზ-ზავაქირი მომხრეებს მოუწოდებს, დასავლეთის ქვეყნებში ტერაქტები განახორციელონ. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
"ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ სამხედრო ქმედებების დასავლეთის ქალაქებში გადატანაზე, განსაკუთრებით კი ამერიკაში", - ნათქვამია აზ-ზავაქირის აუდიოგანცხადებაში, რომელიც ინტერნეტში გამოქვეყნდა.

რამდენიმე დღის წინ აზ-ზავაქირის კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, რომელშიც ის თავის მომხრეებს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად კოალიციური ჯარების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.

0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0