ერთხელ, ცნობილ პარიზულ კაბარე "მულენ რუჟში", ცეკვის დროს მშვენიერმა მოცეკვავემ სახელად მონამ მთლიანად გაიხადა ტანსაცმელი. უღირსი საქციელისთვის გოგონა დააპატიმრეს და დააჯარიმეს 100 ფრანკით, რამაც საფრანგეთში პროტესტი და მასობრივი არეულობა გამოიწვია. ეს მოხდა 1893 წლის 9 თებერვალს. მაშინ კანკანიც (რომელიც მოგვიანებით სტრიპტიზის პროტოტიპად დაასახელეს) და სტრიპტიზიც უკიდურესად ვულგარულ ცეკვებად ითვლებოდა და მათ შემსრულებლებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან აიგივებდნენ.
მას შემდეგ 122 წელი გავიდა და სტრიპტიზი, მართალია საზოგადოებაში სრულიად მისაღებ მოვლენად ვერ იქცა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მინიმუმ ლეგალური მაინც გახდა, ხოლო ეროტიკული ცეკვები საერთო კულტურის ნაწილად იქცა.
უფრო მეტიც, ბოლო დროს სტრიპტიზის ერთ-ერთი სახეობა ე.წ. pole dance — (ბოძზე ცეკვა) — სპორტის დამოუკიდბელ მიმართულებად ვითარდება.
მიუხედავად იმისა, რომ სტრიპტიზის სამშობლოდ, "მულენ რუჟში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საფრანგეთი ითვლება, ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ცეკვა ტანსაცმლის გახდით გაჩნდა ჯერ კიდევ ეგვიპტეში, თუმცა იმ დროს იგი არა გართობას, არამედ სადღესასწაულო რიტუალს წარმოადგენდა.
1. ეგვიპტეში სიმღერის ფონზე გაშიშვლების ტრადიცია უკავშირდებოდა ოსირისს - ბუნებისა და სიცოცხლის ძალის ღმერთს. ეს შემდეგნაირად ხდებოდა: გოგონები ერთობლივად იწყებდნენ ცეკვას, შემდეგ კი იხდიდნენ აბრეშუმის თხელ მოსასხამებსა და დანარჩენ ტანსაცმელს. რიტუალი სრულდებოდა ლოცვითა და მსხვერპლშეწირვით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "მსხვერპლის" როლში, როგორც წესი, ხილი და ყვავილები გამოდიოდა- ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ამას ღმერთი მათ მიმართ კეთილად უნდა განეწყო.
2. სტრიპტიზის უძველეს წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ ასევე ე.წ. "კრაზანის ცეკვა" - მოსასხამში გახვეული გოგონა მოძრაობდა იმგვარად, რომ ახდენდა ტანსაცმელში გახლართული კრაზანის იმიტაციას. ცეკვის პროცესში სამოსი იხსნებოდა და მოცეკვავე შიშვლდებოდა.
3. სტრიპტიზის განვითარებაში თავის წვლილი შეიტანეს ძველმა ბერძნებმაც, რომლებისთვისაც სასიყვარულო სიამოვნებების ნამდვილად არ იყო უცხო. ძველბერძნული პოლისის, კორინთის მაცხოვრებელ გოგონებს სპეციალურ სკოლებში მათემატიკასა და მუსიკასთან ერთად ასწავლიდნენ "შიშველი ცეკვის მეცნიერებას". ასეთ გოგონებს ეწოდებოდათ ჰეტერები და ისინი იყვნენ სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტეს ქურუმები, რომლებსაც ცეკვით მამაკაცები ექსტაზამდე მიჰყავდათ. მათი ხელოვნების საიდუმლო ტანსაცმელში იყო: იგი ისე იყო შეკერილი, რომ შესაფერის მომენტში სწრაფად იხსნებოდა, ძირს ვარებოდა და ქურუმები სრულიად შიშველი რჩებოდნენ.
4. მკაცრმა შუა საუკუნეებმა ბევრი პრობლემები შეუქმნა შიშველ ცეკვებსა და მათ შემსრულებლებს. ინკვიზიტორები გამუდმებით სდებდნენ ბრალს მოცეკვავეებს ჯადოქრობაში და კოცონზე დაწვით სჯიდნენ. თუმცა ეს მაინც არ უშლიდა ხელს შიშველ ლამაზმანებს ეროტიკული სანახაობების მოწყობაში. აღორძინების ხანიდან კი შიშველი ცეკვები თითქმის ყველა მასობრივი დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად იქცა. რენესანსის დასასრულს ამგვარი ცეკვები აკრძალეს, თუმცა ამან მხოლოდ გააძლიერა ხელოვნების ამ სახეობის მიმართ საყოველთაო ინტერესი - აკრძალული ხილი ხომ ყველაზე ტკბილია.
5. განმანათლებლობის ეპოქამ სტრიპტიზის მიმართ მასის დამოკიდებულება ვერ შეცვალა. შიშველი ცეკვები ისევ აკრძალული იყო და მას ევროპაში საჯაროდ თითქმის აღარსად ცეკვავდნენ. შიშველი ლამაზმანებით ტკბობა მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ. ასეთი "რჩეულები" კი, პირველ რიგში, ცხადია იყვნენ მხატვრები, რომლებიც ახალგაზრდა გოგონებს შედევრების შექმნის საბაბით სახლში პატიჟებდნენ. საკვირველია, მაგრამ ბევრი მათგანი მართლა ქმნიდა ამ შედევრებს, რომლებზეც ახალგაზრდა, მგრძნობიარე არსებები სამკაულების ამარა იყვნენ გამოსახული.
6. დრო გავიდა და ევროპაში დადგა თავისუფალი აზროვნების დრო. ევროპის ბევრ ქალაქში გაიხსნა ვარიეტე-დაწესებულება, სადაც გოგონები მამაკაცებს ეროტიული ცეკვებით ახალისებდნენ. თუმცა მაქსიმუმი, რაც ამგვარი ვარიეტეს სტუმარს შეეძლო ენახა, იყო ნეილონის წინდასა და ტყავის მოკლე ქვედაბოლოს შორის დარჩენილი შიშველი ფეხის ნაწილი. მაგრამ ყველაფერი წამში შეიცვალა 1893 წელს, მონას გამოსვლით, რომელმაც პუბლიკის წინაშე ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით გაიხადა. იმავე წელს სტრიპტიზი გაჩნდა ჩიკაგოშიც. და, რაღა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ მატა ჰარის დამსახურებაც - ნომრის ბოლოს მოცეკვავე თითქმის შიშველი რჩებოდა.
7. თანდათან სტრიპტიზი აღიქმებოდა როგორც არა გარყვნილება, არამედ შიშველი ხელოვნების სახეობა, რომელსაც შეეძლო მამაკაცის შთაგონება საგმირო საქმეებზე. ეს იყო დახვეწილი სტრიპტიზი სიგიჟის ზღვარზე, როცა სიტყვა "სტრიპტიზის მოცეკვავე" აღარ ითვლებოდა "მეძავის" სინონიმად. პირველი მსოფლიო ომის დროს კი ცნობილია მაგალითები, როცა ლამაზმანები "დახვეწილი შიშველი" ცეკვებით პატრიოტიზმის გრძნობებს აღვივებდნენ ჯარისკაცებში.
8. ბურლესკური სანახაობის ოქროს ხანა დადგა ХХ საუკუნის 20-იანი წლებიდან. ბურლესკის მოქმედი ქალბატონები ამ ხელოვნების ტრადიციულ გაგებას გასცდნენ და მათი როლი მთლიანად სტრიპტიზზე დავიდა. მსახიობები დიდ ყურადღებას აქცევდნენ სტრიპტიზის ტექნიკასა და შესრულებას. ბურლესკი და სტრიპტიზი სინონიმები გახდა.
9. თანამედროვე სტრიპიტიზი კი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მუსიკის ფონზე გაშიშვლება. ეს არის დახვეწილი შეხამება პლასტიკისა და თეატრის, სილამაზისა და ქორეოგრაფიის. თანამედროვე სამყაროში "სტრიპტიზის" გაგება აღარ ასოცირდება რაღაც აკრძალულთან. მეტიც, სტრიპტიზის სკოლების გაჩენამ ძლიერი ბიძგი მისცა ხელოვნების ამ სახეობის განვითარებას, რომელიც მილიონობით ადამიანის ინტერესის სფეროში ექცევა. უფრო მეტიც, იგეგმება სტრიპტიზის სპორტის ოლიმპირ სახეობად აღიარება.