სისხლის სამართალი ჯიჰადისტზე შეყვარებულმა 15 წლის გოგონამ საკუთარი დედა დანით აჩეხა 2015, 18 სექტემბერი, 9:43 "ისლამური სახელმწიფოს" სიკვდილით დასჯის ვიდეოების ნახვის შემდეგ 15 წლის გოგონამ საკუთარი დედა დანით აჩეხა.
გამოძიების თანახმად 15 წლის გოგონას დანიიდან ლიზა ბორკს(Lisa Borch) შეუყვარდა მიგრანტი ახლო აღმოსავლეთიდან, ამის შემდეგ გოგონამ დაიწყო ისლამის შესწავლა.თუმცა მალე მამაკაცმა იგი მიატოვა და შვეციაში გადაბარგდა, სადაც მისი ცოლ-შვილი ცხოვრობდა. ამის შემდგომ ლიზამ გაიცნო ახალი ბოიფრენდი, 29 წლის ერაყელი ბახტიარ მუჰამედ აბდულა(Bakhtiar Mohammed Abdulla), რომელიც იქვე ახლოს ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა. აბდულა რადიკალური ისლამისტი გამოდგა და გოგონა დაითანხმა გაჰყოლოდა მას სირიაში და მასთან ერთად შესულიყო ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში. წყვილი მუდმივად ნახულობდა ვიდეორგოლებს "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების მიერ ბრიტანელი მძეველების, დევიდ ჰეინსის და ალან ჰენინგის სიკვდილით დასჯის სცენებს, ამის შემდგომ გადაწყვიტეს მოეკლათ ლიზის დედა, -თინა რემერ ჰოლტეგაარდი(Tina Römer Holtegaard). როგორც ლიზას ტყუპისცალმა დამ განაცხადა, სახლიდან წავიდა იმის გამო, რომ დედის და დის მუდმივად ჩხუბის და კამათის მოსმენა უწევდა. დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო არასრულწლოვანი ქალიშვილის მასზე თითქმის ორჯერ უფროს ერაყელ ისლამისტთან კავშირის გამო. დედამ რამდენჯერმე მისი საყვარელი სახლიდანაც გააგდო. შედეგად ლიზამ საყვარელთან ერთად სამზარეულოს დანით დედას 20-მდე ჭრილობა მიაყენა. შემდგომ პოლიციას გამოუძახა.როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა ლიზი დივანზე ფეხმორთხმული იჯდა და iPhone-ით თამაშობდა, მან განაცხადა, რომ მოესმა დედის ყვირილი, გაიხედა ფანჯარაში და დაინახა როგორ გარბოდა ვიღაც თეთრკანიანი მამაკაცი. კითხვაზე თუ სადაა დედამისი, მან თითი მეზობელ ოთახისკენ გაიშვირა და შემდგომ iPhone-ით თამაში განაგრძო. სასამართლოზე ლიზა და აბდულა ერთმანეთს აბრალებდნენ მკვლელობას.გოგონას 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო აბდულას 13 წელი და პატიმრობის მოხდის შემდგომ ერაყში დეპორტაცია.ამის გარდა მათ უნდა გადაუხადონ კონპესაცია 40 000 ევროს ოდენობით თინას მეუღლეს და ლიზის და-ძმას. 1212 9-ს მოსწონს 1-ს არა
|