x
14 წლის მუსლიმი ბიჭის მიერ შექმნილი საათი სკოლაში ბომბი ეგონათ, რის გამოც დააკავეს

imageტეხასის შტატში მცხოვრები 14 წლის მუსლიმი აჰმედ მოჰამედი პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ ბიჭმა სკოლაში ხელნაკეთი საათი მიიტანა, რათა მასწავლებლები საკუთარი გამოგონებით მოეხიბლა. თუმცა, მასწავლებლებს საათი ბომბი ეგონათ და პოლიციაში დარეკეს.
მოსწავლემ საათი ერთ-ერთ მასწავლებელს აჩვენა, რაზეც მასწავლებელმა უპასუხა, რომ ის არავისთვის ეჩვენებინა. ბიჭმა საათი ზურგჩანთაში შეინახა. შემდეგ გაკვეთილზე საათის მაღვიძარამ დარეკა, ამიტომ აჰმედს მოუხდა საათის სხვა მასწავლებლისთვის ჩვენებაც. ქალმა საათის დანახვაზე განაცხადა, რომ ის ბომბს ჰგავდა და პოლიციას დაუკავშირდა. ბიჭი არასრულწლოვანთა დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც თითის ანაბეჭდები აუღეს. მასწავლებლებთან ერთად პოლიციაც ეჭვობდა, რომ საათი ბომბი შეიძლებოდა ყოფილიყო. სკოლის დირექტორი აჰმედს გარიცხვით დაემუქრა, თუ ბიჭი არ აღიარებდა წერილობითი ფორმით, რისთვის შექმნა ეს მოწყობილობა.

14 წლის მოსწავლე სამი დღით დაითხოვეს გაკვეთილებიდან. პოლიცია კი აგრძელებს მომხდარზე გამოძიებას. აჰმედის ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში. აჰმედს მარც ცუკერბერგი და ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამაც კი გამოეხმაურნენ.

0
119
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0