x
მომავალი ორი წელი ყველაზე ცხელი იქნება

imageწყნარი და ატლანტიკის ოკეანეში მიმდინარე პროცესები გავლენას იქონიებს ატმოსფეროზე - მომავალი ორი წელი ყველაზე ცხელი იქნება დაკვირვებების ისტორიაში, წერს ბი-ბი-სი. პლანეტაზე ტემპერატურის ზრდას გამოიწვევს ოკეანეებში მიმდინარე პროცესები. საკვანძო მომენტი იქნება ელ-ნინიო, რომელიც დედამიწის ზედაპირს გაახურებს. ელ-ნინიო - წყნარ ოკეანეში, წყლის ზედაპირის ტემპერატურის ზრდის პროცესია, რომელიც გამოწვეულია ნახშირორჟანგის გამოფრქვევის მოცულობის გაზრდითა და ოკეანეში მიმდინარე ბუნებრივი პროცესებით.
ელ-ნინიოს კლიმატზე გავლენის შესახებ, ჯერ კიდევ აგვისტოში წერდნენ ამერიკელი მეცნიერები. მათი პროგნოზით 2015 წელს, ელ-ნინიო ყველაზე ძლიერი მოვლენა იქნება და გამოიწვევს ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთში წყალდიდობებს, გვლავას ინდონეზიაში, ავსტრალიასა და ინდოეთის ზოგიერთ რეგიონებში.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის უმეტეს ნაწილში, უახლოეს ორი წელი დაცხება, ევროპაში ზაფხული შედარებით ცივი იქნება, რის მიზეზსაც სინოპტიკოსები არ აკონკრეტებენ.
2015 წლის ივლისი, იყო კიდეც ყველაზე ცხელი თვე დაკვირვების ისტორიაში, რომელიც 1880 წლიდან იღებს სათავეს. image

0
375
1-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0