x
თურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს

imageთურქი სამხედროები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ 14 წლის ქურთ მოზარდს, რომელიც ჯიზრის დასახლებულ პუნქტში დააკავეს. 4 სექტემბერს ჯიზრში ხუთასამდე სპეცნაზის თანამშრომელი მუშაობდა წმენდაზე, რომლებიც ქალაქში ქურთების ამბოხების დასაცხრობად შეიყვანეს. მორიგი სპეცოპერაციის დროს თურქულმა სპეცნაზმა 14 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც როგორც თვითმხილველების გადაღებულ ფოტოზე ჩანს, წინააღმდეგობას არ უწევდა მათ. მოგვიანებით მისი სხეული მკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და დასერილი ყურებით ქალაქის გასასვლელში იპოვნეს.
ქურთი მოზარდის სხეულზე აღმოჩენილია წამების ნიშნები, რის შემდეგაც ახალგაზრდა გულში პირდაპირი გასროლით მოკლეს ახლო მანძილიდან. ინციდენტი 10 სექტემბერს მოხდა.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0