x
image
K.P.
ვის გამო დაიკლო ათობით კილოგრამი ნანუკა ჟორჟოლიანმა და როგორ მოახერხა ეს ყველაფერი?

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე შესანიშნავ ფორმაშია. რამდენიმეწლიანი ბრძოლა წონასთან ნანუკას გამარჯვებით დასრულდა. ბევრი წვალების მიუხედავად ჟურნალისტი წონაში იკლებდა და მალევე იმატებდა კიდეც. ნანუკამ, მეუღლეს, ირაკლი კოდუას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს პირობა მისცა, რომ წონაში აუცილებლად დაიკლებდა და შეასრულა კიდეც. "მინდა ირაკლისთან ყოველ ჩასვლაზე დაკლებული ვიყო. პირობა მივეცი, რომ ისეთი გავხდებოდი, როგორიც გამიცნო. მითხრა შანსი არ არის, 4 წელი ეს ვერ მოახერხე და ახლა როგორ შეძლებო. შანსი თუ არ არის, მიყურე მეთქი და ვნახოთ, არის თუ არა შანსი. 18 კილო დავიკელი და 10 კილო დამრჩა"-გვიამბო

ბდა ნანუკა დაახლოებით ერთი წლის წინ. როგორც ჩანს, ჟურნალისტმა დანაპირები წარმატებით შეასრულა და ახალი სეზონიდან არნახულ ფორმაშია.image

რაში მდგომარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის წონაში კლების საიდუმლო?! ჟურნალისტის მტკიცებით, ეს ყველაფერი დიეტოლოგ ნატა გაგუასა და ვარჯიშის დამსახურებაა. "ბევრი მეკითხება დიეტაზე და ამიტომ აქ დავწერ. ბევრნი ხართ და არ მინდა რომელიმემ იფიქროთ, რომ მენანება ან მეზარება მოყოლა...

ყველფერი ნატა გაგუათი დაიწყო. რაც უფრო იკლებდა წონა, მით უფრო ვხვდებოდი რომ ცხოვრება მშვენიერია. თითქოს ყველაფერს თავიდან იწყებ... ამ შეგრძნებამ ჩემს მადას ბოლო მოუღო. მაგრამ აუცილებელია ვარჯიში. თბილად ჩაცმული დავრბივარ ბილიკზე.
არ დაგეზაროთ ვარჯიში. დამიჯერეთ, აუცილებელია. წარმატებას გისურვებთ ყველას. იცოდეთ, რომ ფორმაში ყოფნა არის შანსი იყოთ ბედნიერები.
ხოდა, ბედნიერება თქვენ ყველას!"-წერდა ნანუკა სოციალურ ქსელში. რაც შეეხება კონკრეტულ დიეტას, ნანუკ აჟორჟოლიანმა ერთ-ერთ მეგობარს შემდეგი ურჩია: "ორი დღე გრეჩიხა, 2 დღე ხორცი მოხარშული, 2 დღე ბოსტნეული, 2 დღე ხილი. ძაან ეფექტურია. ოღონდ აუცილებლად ივარჯიშე".imageimageimageimage



0
2499
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0