ნამცხვრები ტორტი ,,პიზის კოშკი" 2015, 15 სექტემბერი, 12:53 (აქ მოცემულია მასალა, 25 ფენიანი ტორტისთვის. თქვენ შეგიძლიათ პროცენტულად შეამციროთ, გაყოთ 2 -ზე ან 3-ზე)
მასალა ცომისთვის:
კარაქი - 300 გრ. მარგარინი - 200 გრ. კვერცხი - 6 ც. შაქარი - ნახევარი ჭიქა თაფლი - 500 გრ. სოდა - 3 ჩ. კ. ფქვილი - 8-10 ჭ.
მასალა კრემისთვის:
არაჟანი (30%) - 1 800 - 2 000 გრ. შაქარი - 3 ჭიქა უნალექო ყავა - 1 ს. კ. მდუღარე წყალი - 1 ს. კ. მოხლილი ნიგოზი - 1 ჭ.
მომზადება:
1. დიდ ქვაბში, ცეცხლზე გაადნეთ თაფლი, კარაქი და მარგარინი > დაამატეთ სოდა > კარგად ათქვიფეთ მიქსერით > გადმოდგით ცეცხლიდან. 2. დაამატეთ კვერცხი თითო-თითო. ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ შაქარი და ისევ ათქვიფეთ > თანდათანობით შეათქვიფეთ ფქვილი. უნდა მიიღოთ, სქელი ცომი > გაყავით 25 - 30 ნაწილად. 3. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, ძალიან თხლად, პერგამენტის ქაღალდზე > დააფარეთ თეფში და გვერდები შემოაჭერით. 4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფირფიტები. დაახლოებით, 4-5 წუთში ცხვება. შეგიძლიათ, ერთდროულად 2 თუნუქის ფირფიტა შედგად ღუმელში და ორ დონეზე გამოაცხოთ. 5. ყავა გახსენით მდუღარე წყალში. 6. ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და შაქარი > დაამატეთ ყავა > ათქვიფეთ მიქსერით. 7. დააბლენდერეთ ცალ-ცალკე ერთი გამომცხვარი ფენა და ნიგოზი. 8. შეაერთეთ ფენები კრემით > კარგად წაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზე > გვერდებზე მიაყარეთ ფენის ნაფხვენი, ხოლო ზემოდან, ნიგოზი მოაყარეთ. 707 7-ს მოსწონს
|