შოუბიზნესი ვინ არის, რას საქმიანობს და როგორ გამოიყურება კესარია აბრამიძის ულამაზესი, უმცროსი და? 2015, 15 სექტემბერი, 11:30
კესარიას უმცროსი და 20 წლის ულამაზესი ანა აბრამიძე გახლავთ. გოგონა სტუდენტია, სამართალს სწავლობს და სამომავლოდ LGBT პირების დაცვის საკითხებზე სურს მუშაობა. დისაგან განსხვავებით მას პოპულარობა არ იზიდავს. კესარია უმცროს დას მოდელობას ურჩევს, თუმცა ანას ეს საქმიანობა არ ხიბლავს. "თავიდან რთული იყო ამასთან შეგუება და ეს ბუნებრივიცაა. ახლა სხვა დროა, ბევრი რამ შეიცვალა და მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგადაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დას და მამას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ქართული საზოგადოება სიმკაცრეს იჩენს LGBT ადამიანების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებთან შედარებით სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა. როცა პატარა ვიყავი, კესოზე გაგონილ, დაწერილ ჭორებს ძალიან განვიცდიდი. ახლა გავიზარდე და ბევრმა მაგალითმა მიჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ბრბო წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია." 3747 6-ს მოსწონს
|