x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„გაიცანით ჩემი მახინჯი დაიკო“ - კესარია აბრამიძე
image


პოპულარული ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე ინტერნეტსივრცეს მორიგი ვიდეოთი იპყრობს. როგორც იქნა, ცნობილმა ფოტომოდელმა და გამოაჩინა და საზოგადოება დააინტერესა. კესარიასთან შედარებით, მის უმცროს დას ეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს. ნახეთ, ვის ჰგავს მშვენიერი გოგონა...


იყო პერიოდი, როდესაც კესარიამ სკანდალებით და ხმაურიანი გადაწყვეტილებებით ადამიანები დააინტერესა. მის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ცნობილ ქართველ ფოტომოდელს ქალბატონები რჩევებს სთხოვენ როგორც მამაკაცებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად, ასევე სილამაზისთვის. კესარია, თავის მხრივ, სოციალურ ქსელში მომხმარებლებს გულახდილად პასუხობს.


დამაინტრიგებელი პასუხების გარდა კესო ოჯახის ფოტოებსაც აქვეყნებს. განსაკუთრებით უყვარს მშვენიერი დედის სურათების გამოქვეყნება. როგორც თავად ჰყვება, დედა ნახევრად ქართველი ჰყავს და კესარია ბუნებრივი სილამაზით მას ჰგავს. სლავური გარეგნობის მქონე ქალბატონს ორივე შვილი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.



ამას კესარიას მიერ გამოქვეყნებული ფოტოსურათებიც ამტკიცებს. დედა-შვილების მშვენებით აღტაცებული ფანები მათი მისამართით კომპლიმენტებს არ იშურებენ. სოციალურ ქსელში აქტიურმა კესარიამ დის ვიდეო Instagram-ის „სთორიში“ ატვირთა. გოგონები ერთად იცინოდნენ, რა დროსაც კესარიამ დას მახინჯი უწოდა. „გაიცანით, ეს ჩემი მახინჯი და“ – ამ სიტყვებით დაიწყო კესარიას და მისი დის ვიდეო.


აშკარაა, რომ კესარიას არაჩვეულებრივი და ჰყავს. გოგონას გამორჩული გარეგნობა და სახის ნაკვთები აქვს. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად სწავლობს ცნობილი ქართველი ტრანსგენდერის და, რომლის მიმართ ყურადღება არ ნელდება. კესარიას უმცროს დას ტეელეკრანებზე გამოჩენა არ უყვარს და ინტერვიუებს თავს არიდებს. ამ მიზეზით მის მიმართ გამუდმებით დიდ ინტერესს იჩენენ.


პ.ს. ფოტოზე გამოსახულია კესარია დედასთან ერთად, გვერდით კი მისი და

0
1064
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1064
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0