x
მფრინავი ავტომობილი გაყიდვაში 2017 წელს გამოვა

imageსლოვაკური კომპანია "აერომობილი" ამავე სახელწოდების მფრინავ ავტომობილს 2017 წლის მარტში ჩაუშვებს გაყიდვაში.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის იურაი ვაცულიკის განცხადებით, მფრინავ "აერომობილს" დასაკეცი ფრეთები ექნება და აპარატს ბალახის გაზონიდან ანაც სწორი ტრასიდან აფრენის საშუალებას მისცემს.

ავტომობილი ორი ადამიანზე - პილოტზე და მგზავრზე იქნება გათვლილი. თუმცა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, იგეგმება ოთხადგილიანი და უპილოტო მფრინავი მანქანის გამოშვებაც.
მანქანას ოთხცილინდიანი ძრავი "როტოქს 912" ექნება, რომლის მაქსიმალური სიჩქარე ტრასაზე 160 კმ/სთ იქნება, ჰაერში კი 200 კმ/სთ.
100 კმ-ზე მფრინავი ავტომობილი ჰაერში 15 ლიტრ საწვავს დაწვავს, ხმელეთზე კი 8 ლიტრს.

სლოვაკური კომპანია "აერომობილის" ამავე სახელწოდების მანქანა სავარაუდოდ, 200 ათასი დოლარი ეღირება.

0
223
4-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0