x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ცხოველები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებს კურნავენ

image


მეცნიერები უსაფუძვლედ არ თვლიან, რომ ცხოველთა სამყარო, რომელიც ჩვენს ირგვლივაა, არა მხოლოდ კვებავს ადამიანს, არამედ კურნავს კიდეც. მათ ხუთი სახეობაც კი დაასახელეს, რომელთაც პირველი ადგილები უკავიათ მკურნალი ცხოველების სიაში.



image
ბუნებრივია პირველი ადგილი სამართლიანად კატებს ეკუთვნით. ამ საყვარელ და სახალისო სახლის ცხოველებს დიდი სიხარული და პოზიტიური განწყობა მოაქვთ, ამასთან იცავენ სტრესისგან, ნერვოზისგან და ფსიქიკური აშლილობისგანაც. მისტიკოსები თვლიან, რომ მათ შეუძლიათ სახლის დაცვა იმქვეყნიური ბოროტი ძალებისგან და ასევე თავიანთი პატრონების კარმული განსაცდელის საკუთარ თავზე აღების უნარი შესწევთ. კატები არც თუ იშვიათად უჩინარდებიან ყოველ მიზეზ გარეშე და ეს საკმაოდ უცნაურია. ამასთან დაკავშირებით ვარაუდს გამოთქვამენ, რომ კატა შეგნებულად მიდის ცხოვრებიდან, რათა პატრონს მოსალოდნელი დიდი უბედურება თავიდან ააცილოს.


image


რეიტინგში მეორე ადგილი უკავიათ ძაღლებს. თავიანთი პატრონებისადმი ერთგულებაზე მათზე ლეგენდები დადის. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ძაღლებს შეუძლიათ დაიცვან და განკურნონ ადამიანი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან და ასევე კიბოსგან ადრეულ სტადიაზე. ამასთან ისინი იცავენ პატრონებს სიმსუქნისა და დეპრესიისგან. ექსტრასენსები კი შემდეგ რჩევას იძლევიან – ზოგადად ცხოვრებაში და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემების დროს ადამიანმა ყველაზე საწყალი და გაუბედურებული ძაღლი უნდა აიყვანოს. მისი გაბედნიერებით, ის საკუთარ ბიო-ენერგეტიკულ ველსაც გაიძლიერებს და ამით ადვილად შეძლებს ცხოვრებისეულ დარტყმებთან გამკლავებას. ამის შემდეგ ადამიანი უფრო წყნარ და პოზიტივით სავსე ცხოვრებას იწყებს. სტატისტიკა ამას 100% ადასტურებს.


image


შემდეგ ადგილს ცხენები იკავებენ. მათთან ურთიერთობა განსაზღვრულად პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ცხენის დახმარებით მკურნალობას იპოთერაპიას (იგივე რაიდთერაპია) უწოდებენ. სამკურნალო ცხენოსნობა გამოიყენება არა მარტო ფიზიკური რეაბილიტაციის მიზნით, არამედ როგორც ფსიქოლოგიური კორექციის, სოციალური ადაპტაციის და ოკუპაციური თერაპიის საშუალება – პოზიტიურად ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და ცენტრალურ ნერვიულ სისტემებზე, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. რაიდთერაპია ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ. აღსანიშნავია, რომ ცხენის მოძრაობა მომედებს მხედრის კუნთებზე, ხერხემალსა და მენჯზე. შესაბამისად, კურნავს კუნთების დისტროფიას. ამასთან, პაციენტები რომლთაც აქვთ აუტიზმი, ცერებრალური დამბლა და სხვა ფსიქიკური დაავადებები – ამ შემთხვევაში, იპოთერაპია ძალიან ეფექტურ სამკურნალო საშუალებად მიიჩნევა.


image


საუკეთესო ბუნებრივ მკურნალთა ხუთეულს ასრულებენ ფუტკრები და გველები. მართალია, ადამიანთან არა აქვთ ახლო ურთიერთობა, მაგრამ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი, განსსაკუთრებით თაფლი და შხამი, უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც უამრავი დაავადების სამკურნალო საშუალება. თუმცა, მეფუტკრეები და ის ადამიანები, რომელთაც მჭიდრო შეხება აქვთ გველების სამყაროსთან, გვარწმუნებენ, რომ თავისთავად ამ "კონტაქტს" ადამიანისთვის ჯანმრთელობა მოაქვს, განსაკუთრებით ფსიქიკური კუთხით, თაფლი და შხამი კი არაჩვეულებრივად აძლიერებს სამკურნალო ეფექტს ამ გასაოცარ არსებებთან ურთიერთობისას.



4
306
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
306
  
2015, 14 სექტემბერი, 20:08
ძალიან სახალისოა მათთან ცხოვრება :)
2015, 14 სექტემბერი, 20:05
დიდი მადლობა! "არასოდეს თქვა არასოდეს!" - მეც შენსავით ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი თუ ეს ფუმფულა არსება ერთ დღეს თუ ჩამისახლდებოდა- სახლის კართან ვიპოვე მომაკვდავი. ჯერ-ჯერობით სამკურნალო თერაპიისთვის ხელი არ მოუკიდია :))) მხოლოდ ჭამით, თამაშით და ჩემი კბენითაა დაკავებული :(
2015, 14 სექტემბერი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2015, 14 სექტემბერი, 17:16
სტატია საინტერესოა და გავაზიარე. მაგრამ კატებს ვერაფრით შევეგუები სახლში, თუნდაც სამკურნალო ეფექტის გამო :(
0 1 4