x
მეტი
  • 13.06.2024
  • სტატია:135320
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509601
ფუნჯთა პალიტრა (Brush Palette) და საკუთარი ფუნჯის შექმნა. ხატვის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

გაგრძელება, იხ დასაწყისი: ხელსაწყო ფუნჯი (Brush Tool)

ხელსაწყო ფუნჯის პარამეტრების გარკვეული ნაწილი მოთავსებულია ხელსაწყოს ოპტიმიზაციის პანელზე, მაგრამ ხელსაწყოს რედაქტირებისა და პროგრამირებისთვის, პროგრამაში სხვა პარამეტრებიც არის, რომლებიც თავმოყრილია ფუნჯებისათვის განკუთვნილ სპეციალურ პალიტრაში. პალიტრის ეკრანზე გამოტანა შეიძლება ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე მდებარე პალიტრის ღილაკზე (ნახ. 1) ან კლავიატურის F5 ღილაკზე დაჭერით.

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

ფუნჯთა პალიტრა

ფუნჯთა პალიტრა 3 განყოფილებისგან შედგება: პალიტრის მარცხენა ნაწილში მდებარეობს ფუნქციების მენიუ, მარჯვენა ნაწილში იხსნება არჩეული ფუნქციის შესაბამისი პარამეტრების პანელი, ხოლო პალიტრის ქვედა ნაწილში, მოთავსებულია სპეციალური ეკრანი, რომელზეც აისახება ფუნჯის რედაქტირების შედეგი და შტრიხის ნიმუშები. ფუნქციების მენიუდან რომელიმე პუნქტის ამოსარჩევად, უნდა დავაჭიროთ ფუნქსიის სახელს: Brush Presets (ფუნჯთა ნაკრები) ფუნქციის პანელზე მოთავსებულია ფუნჯთა ნაკრები და ფუნჯის ზომის დასარეგულირებელი Master Diameter (მთავარი დიამტრი) (ნახ. 2).

ფუნჯთა პალიტრა

Brush Tip Shape (ფუნჯის ანაბეჭდის ფორმა) ფუნქციის პარამეტრების პანელის ზედა განყოფილებაში მოცენულია ფუნჯების ნაკრები, რომლიდანაც შეგვიძლია ფუნჯის არჩევა, ხოლო ქვემოთ, მოცებულია პარამეტრები, არჩეული ფუნჯის ფორმის რედაქტირებისათვის (ნახ. 3).

ფუნჯთა პალიტრა

პანელზე მოცემულია სამი ბერკეტიანი პარამეტრი: Diameter – ფუნჯის ზომის დასარეგულირებლად, Hardness – ფუნჯის სიმაგრის შესარჩევად და Spacing – ფუნჯის ანაბეჭდებს შორის ზომის დასარეგულირებლად, რაც უფრო დიდია ამ პარამეტრის მაჩვენებელი, მით მეტია დაშორება ფუნჯის ანაბეჭდებს შორის) (ნახ. 4).

ფუნჯთა პალიტრა

პანელზე, ასევე, მოცემულია ფუნჯის დახრისა და მობრუნების დასარეგულირებელი პარამეტრები: Flip X და Flip Y გადამრთველები ატრიალებს ფუნჯს X და Y ღერძების მიმართულებით; Angle პარამეტრი ფუნჯის დახრის კუთხის შეცვლის საშუალებას იძლევა; Roundness პარამეტრი ცვლის ფუნჯის ფორმას (ნახ. 5). თუ Angle (კუთხე) პარამეტრი ნულის ტოლია, ხოლო Roundness პარამეტრი მაჩვენებელი 100%-ია, ფუნჯი სწორი ფორმისაა.

ფუნჯთა პალიტრა

ამ პარამეტრების დარეგულირება, პარამეტრების გვერდით მდებარე, გრაფიკის საშუალებითაც შეიძლება: ისრეის გადაადგილებით, შესაძლებელია ფუნჯის დახრის კუთხის განსაზღვრა, ხოლო მსხვილ წერტილებზე მაუსის დაჭერით – ფუნჯის ფორმის შეცვლა. Shape Dynamics (ფორმის დინამიკა) ფუნქციაში თავმოყრილია პარამეტრები, რომელთა მეშვეობით, შესაძლებელია ფუნჯის ზომის, დახრის კუთხის და ფორმის ცვალებადობის დონის დადგენა (ნახ 6).

ფუნჯთა პალიტრა

Size Jitter პარამეტრი ადგენს ფუნჯის ანაბეჭდის ზომის ცვალებადობას. მოცემული პარამეტრის კონტროლი ხდება Minimum Diameter პარამეტრით, რომელის მეშვეობითა შესაძლებელია მინიმალურად დასაშვები დიამეტრის განსაზღვრა ფუნჯის ზომისათვის (რაც უფრო დიდი იქნება ამ პარამეტრის მნიშვნელობა, მით ნაკლები იქნება ზომის ცვალებადობა). Angle Jitter პარამეტრი არეგულირებს ფუნჯის ანაბეჭდის დახრის კუთხის ცვალებადობას. Roundness Jitter პარამეტრი განსაზღვრავს ფორმის ცვალებადობის ხარისხს, რომელის რეგულირდება Minimum Roundness პარამეტრით. Flip X და Flip Y გადამრთველები აბრუნებენ ფუნჯის ანაბეჭდებს X და Y ღერძების მიმართულებით ანუ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ამ პანელზე, ყველა პარამეტრის ქვემოთ მოთავსებულია მართვის Control პარამეტრი, რომლის ჩამოსაშლელ მენიუში რამოდენიმე პუნქტია: Off პუნქტის არჩევის შემთხვევაში, მართვის სისტემა ითიშება და შედეგი მხოლოდ პარამერტის რეგულირებაზე არის დამოკიდებული. Fade პუნქტი განსაზღვრავს გლუვი გადასვლების ხარისხს ფუნჯის შტრიხებს შორის. Pen Pressure, Pen Tilt და Stylus Wheel პუნქტები გათვალისწინებულია პლანშეტით მუშაობისთვის და ამ პუნქტების არჩევისას, პარამეტრების მონაცემებს ემატება პლანშეტზე კალმის დახრისა და დაჭერის მაჩვენებლებიც. Tilt Scale პუნქტი განსაზღვრავს კალმის დახრის კუთხის მასშტაბს, პლანშეტით მუშაობისას. Scattering (გაბნეულობა) ფუნქცია განსაზღვრავს ფუნჯის ანაბეჭდების რაოდენობას და მდებარეობას (ნახ. 7).

ფუნჯთა პალიტრა

Scatter პარამეტრზე არის დამოკიდებული ფუნჯის ანაბეჭდის გაბნეულობის ხარისხი Y ღერძის მიმართულებით, ხოლო Both Axes გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ანაბეჭდების გაბნევა ყველა მიმართულებით მოხდება. Count პარამეტრი განსაზღვრავს ანაბეჭდების რაოდებობას გაბნევაში, ხოლო Count Jitter პარამეტრი არასტაბილურს ხდის წინა პარანეტრის მაჩვენებელს. Texture (ტექსტურა) ფუნქცია გამოიყენება ტექსტურიანი ფუნჯის შესაქმნელად. Brush Tip Shape ფუნქციის პანელზე უნდა შევარჩიოთ ფუნჯის ფორმა, შემდეგ გავხსნათ ტექსტურის ფუნქციის პანელი და დავაჭიროთ პანელიზე, ტექსტურის ნიმუშის გვერდით მდებარე პატარა ღილაკზე. ეკრანზე გამოვა პროგრამაში ინსტალირებული ტექსტურების ნაკრები, რომლიდანაც უნდა ავირჩიოთ რომელიმე ნიმუში (ნახ. 8).

ფუნჯთა პალიტრა

ნიმუშის არჩევის შემდეგ, უნდა დავარეგულიროთ პანელზე წარმოდგენილი პარამეტრები (ნახ. 9):

ფუნჯთა პალიტრა

Scale პარამეტრი განსაზღვრავს ტექსტურის მასშტაბს. Depth პარამეტრი არეგულირებს ფუნჯის ანაბეჭდის სიმკვეთრეს. Minimum Depth და Depth Jitter პარამეტრები არეგულირებენ ანაბეჭდის სიმკვეთრის ცვალებადობის დონეს. Mode ჩამოსაშლელი მენიუდან შესაძლებელია ტექსტურიანი ჯუნჯისთვის ხატვის რეჟიმის არჩევა. Invert გადამრთველი ახდენს ტექსტურის ფერების ინვერტირებას. Texture Each Tip გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ტექსტურა დაედება ფუნჯის ყოველ ანაბეჭდს ცალ-ცალკე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფუნჯის გასმის ადგილზე, შეიქმნება ერთიანი ტექსტურა. Dual Brush (ორმაგი ფუნჯი) ფუნქციით შესაძლლებელია ფუნჯის ანაბეჭდის შექმნა ერთდროულად ორი ფუნჯის გამოყენებით. Brush Tip Shape განყოფილებაში უნდა შევარჩიოთ ფუნჯის ფორმა. ეს იქნება ძირითადი სამუშაო ფუნჯი, რომლის ფორმიდანაც გამოირიცხება, Dual Brush ფუნქციის პანელზე, ფუნჯთა ნაკრებში, არჩეული ფუნჯის ფორმა (ნახ. 10).

ფუნჯთა პალიტრა

ფუნჯთა ნაკრების თავზე მოთავსებულია Mode პარამეტრი, რომლის ჩამოსაშლელი მენიუდან შეგვიძლია ხატვის რეჟიმის არჩევა. მოცემული პარამეტრის მარჯვნივ მდებარეობს Flip გადამრთველი, რომელიც არკლავს გამოყენებულ ფუნჯს Y ღერძის მიმართულებით. დანარჩენ პარამეტრებს, იგივე ფუნქციები და დანიშნულება აქვთ, რაც წინა შემთხვევებში. Color Dynamics (ფერის დინამიკა) ფუნქცია უზრუნველყოფს ფუნჯის ანაბეჭდის ფერის ავტომატურ ცვლილებას, ფერის განსაზღვრული დიაპაზონის ფარგლებში. იმისათვის რომ აღნიშნულმა ფუნქციამ იმუშაოს, ჯერ უნდა მოვახდინოთ ინსტრუმენტთა პანელზე, ფერის ბლოკში, წინა და უკანა ფონის ფერების დაფიქსირება (მაგ. ნარინჯისფერი და მწვანე), და მხოლოდ ამის შემდეგ, უნდა დავიწყოთ არჩეული ფუნქციის პარამეტრების დარეგულირება (ნახ. 11).

ფუნჯთა პალიტრა

Foreground/Background Jitter პარამეტრი განსაზღვრავს ფერების ცვალებადობის ხარისხს, სახატავ და უკანა ფონის ფერებს შორის. Control ჩამოსაშლელი მენიუს Fade პუნქტი უზრუნველყოფს ფერების თანდათანობით (გლუვ) გადასვლას. Hue Jitter, Saturation Jitter და Brightness Jitter პარამეტრები, არეგულირებენ ტონის, გაჯერებულობის და სიმკვეთრის ცვალებადობის ხარისხებს. Purity (სისუფთავე) პარამეტრი განსაზღვრავს ფერის სისუფთავის დონეს. ნულოვანი მაჩვენებლის პირობებში, ფერის ცვლილება ხდება სტანდარტული ფერებით. უარყოფითი მაჩვენებლები ამცირებს ფერების გაჯერებულობას, ხოლო დადებითი – ზრდის გაჯერებულობის ხარისხს. Other Dynamics (სხვა დინამიკა) ფუნქცია ფუნჯის გამჭირვალობისა და საღებავის სისქის დარეგულირების საშუალებას იძლევა (ნახ. 12).

ფუნჯთა პალიტრაOpacity Jitter პარამეტრი არეგულირებს ფუნჯის ანაბეჭდის გამჭვირვალობის ცვალებადობას, ხოლო Flow Jitter – არეგულირებს საღებავის სისქის ცვალებადობის დონეს. ფუნჯთა პალიტრის მენიუს მეორე ნაწილში, მოთავსებულია ფუნქციები, რომლებსაც არა აქვთ პარამეტრები და მხოლოდ ჩართვა-გამორთვის რეჟიმით მუშაობენ (ნახ. 13).

ფუნჯთა პალიტრა

Noise (ხმაური) ფუნქცია ამატებს ფუნჯის ანაბეჭდებზე ზედმეტ პიქსელებს, რაც ფუნჯს, რეალურ ფუნჯთან აახლოვებს. Wet Edges (სველი ფუნჯი) ფუნქცია ქმნის სველი ფუნჯის (აკვარელის ფუნჯის) ეფექტს. Airbrush (აეროგრაფი) ფუნქციას იგივე როლი აქვს, რაც აეროგრაფის ღილაკს, ხელსაწო ფუნჯის ოპტიმიზაციის პანელზე. Smoothing (მოსწორება) ფუნქცია არბილებს შტრიხის კონტურებს. Protect Texture (ტექსტურის ფაცვა) ფუნქცია უზრუნველყოფს ტექსტურის ერთიან მასშტაბს სხვადასხვა ფუნჯების გამოყენების დროს და იცავს ტექსტურას ფუნჯების ტექსტურებისგან (ზოგიერთ ფუნჯს საკუთარი ტექსტურა აქვს). პალიტრის მენიუს განყოფილებაში, ყოველი ფუნქციის სახელის ბოლოს, მოთავსებულია ბოქლიმი. პარამეტრების დარეგულირების შემდეგ, შეგვიძლია ბქლომზე დავაწკაპუნოთ და პარამეტრები შევინახოთ, მათი შემდგომი გამოყენებისთვის. პალიტრაში დარეგულირებული პარამეტრების გასაუქმებლად, პალიტრის მენიუში, რომელიც ეკრანზე პალიტრის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით გამოდის, ორი ბრძანებაა (მენიუს დანარჩენი პუნქტები იგივეა, რაც ფუნჯთა პალიტრის მენიუში იხ. ხელსაწყო ფუნჯი): Clear Brush Controls და Reser All Locked Settings (ნახ. 14).

ფუნჯთა პალიტრა

Clear Brush Controls ბრძანება აუქმებს ყველა პარამეტრს Smoothing ფუნქციისა და ბოქლომით „ჩაკეტილი“ პარამეტრების გარდა, ხოლო Reser All Locked Settings ბრძანება, აუქმებს ბოქლომიან პარამეტრებსაც. გაუქმების ბრძანებები არ მოქმედებს Brush Tip Shape ფუნქციაზე, ამიტომ აღნიშნული ფუნქციის პარამეტრები ხელით უნდა დავარეგულიროთ.

ფოტოშოპის პროგრამაში ინსტალირებულია ფუნჯების სხვადასხვა ნაკრები, განსხვავებული ფორმის, ზომის და ეფექტების ფუნჯებით. მაგრამ, თუ საჭირო გახდა, პროგრამა იძლევა საკუთარი ფუნჯის შექმნის საშუალებასაც. ფუნჯის შექმნა ნებისმიერი გამოსახულებიდან შეიძლება, თუ ის აკმაყოფილებს ორ პირობას: I. გამოსახულების ზომა არ უნდა აღემატებოდეს 2500 X 25000 პიქსელს; II. გამოსახულება უნდა იყოს გამჭვირვალე ან თეთრ ფონზე (ნახ. 1);

საკუთარი ფუნჯის შექმნა

ფუნჯისათვის გამოსახულების შერჩევა-მომზადების შემდეგ, უნდა გამოვიყენოთ ბრძანება: მენიუ Edit > Define Brush Preset… (ფოტოშოპის ტერმინები ქართულად, იხ. დანართში: ფოტოშოპის ძირითადი ტერმინები) > ეკრანზე გამოვა სადიალოგო ფანჯარა Brush Name, რომელშიც უნდა ჩავწეროთ მომავალი ფუნჯის სახელი ან დავტოვოთ ის, რასაც პროგრამა შემოგვთავაზებს > დავაჭიროთ OK ღილაკს (ნახ. 2).

საკუთარი ფუნჯის შექმნა

ჩვენს მიერ შექმნილი ფუნჯი დაიკავებს ადგილს ფუნჯთა მენიუში, ფუნჯთა ნაკრების ბოლოს (ნახ. 3).

საკუთარი ფუნჯის შექმნა

და ფუნჯი მზად არის გამოყენებისთვის:

საკუთარი ფუნჯის შექმნა


0
109
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0