x
image
carpediem
ლატარიის უიღბლო მილიონერები
image













William Post
1988 წელს ვილიამის მილიონობით ადამინს შურდა. პენსილვანიის
შტატში მან 16 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა უბედური შემთხვევები ამის შემდეგ მის ცხოვრებას აღარ შორდებოდა. მას უჩივლა გყოფილმა შეყვარებულმა, და მოგებიდან საკმაოდ სოლიდური
თანხა მიიღო, ამის შემდეგ მისი ძმა გაიტაცეს გამოსასყიდის მიღების იმედით, ნათესავებმა ფაქტიურად გააკოტრეს. დღეს იგი თვეში 450 დოლარის იმედად ცხოვრობს სურსათის მაღაზიაში
/

Gerald
Muswagon
1998 წელს მან 10 მილიონი დოლარი მოიგო კანადის ლატარიაში,
თუმცა რამდენიმე თვეში მთლიანად გაანიავა აზარტულ თამაშებში, ქალებსა და წვეულებებში. 2005 წელს უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილმა ჯერალდმა თავი ჩამოიხრჩო მშობლების ავტოფარეხში

/


Michael Carroll
2002 წელს‘’მენაგვემ’’ 9 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო
ლატარიაში. 18 თვის განმავლობაში მისი ფული თითქმის მთლიანად დაიხარჯა ძვირადღირებულ სახლებსა და მანქანებში, რომელსაც არა მარტო თავისთვის, არამედ თითქმiს ყველა ახლობელისთვის შეიძინა.თუმცა მილიონებით გათამამებულმა მალე აიშვა, მეძავები, წვეულებები .... ნარკოტიგების გამო ციხეში რამდენიმე თვე გაატარა,
მანქანის მართვისა და სხვა დანაშაულებების გამო გამოწერილ ჯარიმათა რაოდენობამ იმდენად სოლიდური თანხა შეადგინა რომ რამდენივე თვეში იგი ისევ ისეთ ღარიბად გადაიქცა, როგორიც
მოგებამდე იყო.
/


Jack
Whittaker
ერთერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი, რომელმაც 314 მილიონის
ჯეკპოტი მოხსნა, თუმცა იღბალი მისი ცხოვრების ტრაგედიად იქცა. ცოლი გაეყარა, შვილიშვილინარკოტიკების გადაჭრებებული დოზის გამო მოუკვდა, იმავე მიზეზით დაიღუპა მისი ქალიშვილიც.
ამის შემდეგ ჯეკს სამართალდამცავებთანაც არაერთი პრობლემა შეექმნა.
/
Americo
Lopes
სამშენებლო კომპანიის თანამშრომელი, რომელმაც ნიუ ჯერსის
ლატარიაში მილიონები მოიგო და სამსახურიდან წამოვიდა, ირწმუნებოდა რომ სერიოზული მკურნალობა ჭირდებოდა ფეხზე. მალე მისი თანამშრომლები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ბრალი ცრუ გარიგებებში და შეპირებული თანხის მიუღებლობაში დასდეს. სასასამართლო პროცესზე ლოპესი გაამტყუნეს და თითქმის ყველაფერი დაკარგა.
/


Willie Hurt
1989 წელს მან 3 მილიონ ასიათასი დოლარი მოიგო მიჩიგანში, თუმცა 2 წელში ცოლს გაშორდა, მისი შვილი კი მკვლელობის ბრალდებით ციხეში ჩასვეს, თავად მას კი კოკაინის მოხმარებასთან
დაკავშირებით უამრავი პრობლემა შეექმნა.
/
Denise Rossi
won
კიდევ ერთი მილიონერი კალიფორნიიდან, რომელმაც მაშინვე
მიატოვა ქმარი როგორც კი ლატარიაში გაიმარჯვა. ქმარიც უსიტყვოდ გაშორდა, თუმცა მალევე შეიტინა საქმე ქონების გაყოფის მოთხოვნით.

/



Billy Bob
Harrell

1997 წელს მან 21 მილიონი დოლარი მოიგო. თავიდან მისი
ცხოვრება ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსა, ძვირადღირებული მანქანები, წვეულებები, ძვირადღირებული სახლები... თუმცა ბილის ერთი ნაკლი ქონდა, ვერასდროს ეუბნებოდა უარს დახმარების სათხოვნელად მოსულ ადამიანებს, საბოლოოდ გაღარიბებული ბილი
ცოლმაც მიატოვა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა







1
173
1-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
173
  
2012, 25 მაისი, 11:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1