მოგეხსენებათ როდესაც ცნობილი ადამიანები გაივლიან წითელ ხალიჩაზე, ისინი ათასობით ადამიანის ყურადრების ცენტრში ხვდებიან, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ კარგად გამოიყურებოდნენ და თავი მოიწონონ ძვირადღირებული სამოსითა და სამკაულებით. მე იმ ვარსკვლავებს გაგაცნობ, რომლებმაც არ დაიშურეს თანხა და ძვირადღირებული სამკაულებით გაიარეს წითელ ხალიჩაზე.
10 ყველაზე ძვირადღირებული სამკაული წითელი ხალიჩიდ:
10.რიზ ვიზერსპუნი-$3.7 მილიონი
2014 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე ყურადრება მსახიობმა რიზ ვიზერსპუნმა მიიქცია თავისი 10 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით და 4 კარატიანი სამაჯურით, რომელიც ჰარი ვინსტონმა შექმნა 1932 წელს.


9.შარლიზ ტერონი-$4.5 მილიონი
2013 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე შარლიზ ტერონმა დიორის თეთრი კაბით, პიქსი ვარცხნილობითა და ჰარი ვინსტონის ბრილიანტებით ფურორი მოახდინა.


8.ჯენიფერ ლოპესი-$5 მილიონი
ჯენიფერ ლოპესი 2011 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე თავს
ზუჰეირ მურადის თეთრი კაბით, სამაჯურით და ბრილიანტებით გაწყობილი შარფით იწონებდა, რომელზეც 600 ბრილიანტი იყო დამაგრებული.


7.ჯესიკა ალბა-$6 მილიონი
ჯესიკა ალბას 2013 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდეობის ცერემენოალზე ოსკარ დელარენტას კაბა ეცვა, რომელსაც ჰარი ვინსტონის 6 მილიონიანი ყელსაბამი არაჩვეულებრივად შეუხამა და მოდის კრიტიკოსების ქებაც დაიმსახურა.


6.ნიკოლ კიდმანი-$7 მილიონი
ლოურენ სკოტმა სპეციალურად ნიკოლ კიდმანისთვის შექმნა ყელსაბამი, მან მის დამზადებას საკმაოდ დიდი დრო მოანდომა, ყელსაბამი 7 600 ბრილიანტის ქვით არის მორთული, იგი ნიკოლს 2008 წლის ოსკარის ცერემონიალზე ეკეთა.

5.სოფია ვერგარა-$7 მილიონი
სოფია ვერგარა 2013 წლის ემის დაჯილდოებაზე არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,
მას 21 კარატი ბრილიანტის და 40 კარატი ზურმუხტის და ბრილიანტის ბეჭდები ეკეთა.


4.ემი ადმსი-$8 მილიონი
ემი ადამსი არაცვეულებრივად კამოიყურებოდა ვალენტინოს წითელი კაბით, რომლითაც 2014 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე მოირგო, მას ამშვენებდა
10 კარატი ბრილიანტის საყურეები, 12 კარატი ბრილიანტის ბეჭედი და 30 კარატი ბრილიანტის გულსაკიდი.


3.ენ ჰეტევეი-$10 მილიონი
ენ ჰეტევეიმ ყველა გააოგნა, როდესაც წითელ ყალიჩაზე ბრენდ “Tiffany & Co''-ის
მიერ დამზადებული 94 კარატი ბრილიანტის ყელსაბამით, 10 კარატი ბრილიანტის ბეჭდით და საყურებით გამოჩნდა ეს ყველაფერი კი მას სულ რაღაც 8 მილიონი დაუჯდა.


2.გლორია სტუარტი-$20 მილიონი
1998 წელს გლორია სტუარტი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე ჰარი ვინსტონის სამკაულით მივიდა, რომლის ფასი შოკისმომგვრელად დიდი იყო.

1.ქერი ანდერვუდი-$31 მილიონი
პირველი ადგილი მომღერალი ქერი ანდერვუდის 381 კარატიან ყელსაბამს ერგო,
რომელიც მას 2013 წლის გრემის დაჯილდოებაზე ეკეთა. როცა მას სამკაულის ფასი კითხეს მან უპასუხა “ეს არის მეტად ღირებული ვიდრე მე''

