პროზა ორი ბრმა 2012, 24 მაისი, 23:00 - დედა, რა ლამაზია და რა კარგი შეგრძნებაა არა? - რა შვილო? - რა და წვიმის წვეთების ხმა, ის რომ დადიხარ და სველდები და ისიც რომ ფეხებზე ტალახი გეკრობა და შენ მაინც მიაბიჯებ ამაყად. - ჰო, შვილო, ძალიან. ასე გრძელდებოდა თითქმის ყოველდღე. პატარა გოგონას, რომელიც თვალებიდან ვერ იხედებოდა ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა და უხაროდა. დედაც სულ ეთანხმებოდა, არ უნდოდა გული ტკენოდა. მაგრამ, ერთხელაც: - შვილო, ეს ყველაფერი საშინელებაა, რასაც შენ ლამაზს ეძახი, მეორედ აღარ გაიმეორო. ბავშვს ძალიან ეტკინა გული. თითქოს ყველაფერი დაინგრა მის ცხოვრებაში. აღარაფერი ახარებდა. ექიმები პირდებოდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ დაუბრუნებდნენ თვალის ჩინს, მაგრამ აღარ დათანხმდა. არ უნდოდა როგორც დედამ უთხრა, რაღაც საშინელებების დანახვა. დედამ იდარდა, იდარდა და უცებ, მანაც დაკარგა მხედველობა. მაგრამ მოხდა საოცრება. უკვე მასაც ყველაფერი ძალიან ლამაზი და კარგი ეჩვენებოდა, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ნანახი და განცდილი ჰქონდა. ქუჩაში დადიან ორივე ხელიხელჩაკიდებულები და: - დედა, ხომ ლამაზია ყველაფერი? - ჰო, შვილო. - შვილო, ხომ ლამაზია ყველაფერი? - ჰო, დედა. 57 4-ს მოსწონს
|