სხვა გემბლინგი 2015, 9 სექტემბერი, 11:29 საზოგადოებაში გავრცელებულ ადიქციათაგან ერთ-ერთს გემბლინგი იგივე ლუდომანია წარმოადგენს, რომელმაც "ჩაანაცვლა" მავნე ნივთიერებები და იქცა ე.წ. ფსიქოლოგიურ ნარკოტიკად. იგი 21-ე საუკუნის ეპიდემიადაა აღიარებული.
გემბლინგს სხვადასხვაგვარად განმარტავენ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დეფინიციის თანახმად: გემბლინგი აზარტული თამაშების დაუძლეველი სურვილია, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგის მიუხედავად. ეს არის სანაძლეოს დადება ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის მქონე ნივთის სახით
![]() 3) ლატარიის ტიპის თამაშები (მაგ: ლოტო, ბინგო, კენო, გადასაფხეკი ბილეთები და ა.შ.), რომელშიც გამარჯვებულები შეირჩევიან მომგებიანი სიმბოლოს ან რიცხვების კომბინაციის საფუძველზე. მოთამაშე გარკვეულ ზღვარს გადასვლის შემდეგ თამაშდამოკიდებული ხდება, ეს კი აზიანებს მას, იწირავს მის საზოგადოებრივ სტატუსს, კარიერასა და ოჯახს. ხანგრძლივი თამაშდამოკიდებულება კლინიკურ პათოლოგიად განიხილება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ პათოლოგიური გემბლიგი დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა როგორც იმპულსის კონტროლის დარღვევა. დღეისათვის კი, DSM5-ის თანახმად, კლასიფიცირდება როგორც დამოკიდებულებითი აშლილობა, რომელიც ნივთიერებებზე დამოკიდებულების მსგავსია. გემბლინგს ხშირად მოიხსენებენ, როგორც "ჩუმ მკვლელს", რადგან არა აქვს აშკარა ფიზიკური ნიშნები თუ სიმპტომები. აშშ-ს ეროვნული მედიცინის ბიბლიოთეკის მონაცემების თანახმად "გემბლერი" თითქოს ჩვეულებრივად ცხოვრობს, მაგრამ ამის ფონზე მას სერიოზული პრობლემები აქვს. არსებობს რამდენიმე საყურადღებო ნიშანი რომლითაც ამოიცნობა თამაშდამოკიდებულება: ყველაზე გავრცელებული ნიშანი არის თამაშის აკვიატებული მოთხოვნილება; მოთამაშე იმდენადაა თამაშით შეპყრობილი რომ არავინ და არაფერი არ აინტერესებს. ხშირად ადამიანს არ შესწევს ძალა დაანებოს თამაშს თავი, მიუხედავად ამის დიდი სურვილისა. "გემბლერი" აგრძელებს თამაშს მაშინაც კი როცა ხედავს, რომ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. უბრალოდ მას არ შეუძლია "შეჩერება". როცა დამოკიდებული არ თამაშობს ის გაღიზიანებულია, დეპრესიაშია, განიცდის დისტრესს და ენერგიის მოზღვავებას. მას სჭირდება თამაში, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, ასე "კლავს" დარდს. გემბლინგი თითქოს ნიღაბია, რომელიც მალავს პრობლემებს. "გემბლერს" გამუდმებით სჭირდება ფული, ამიტომაც ფინანსურად სხვაზეა დამოკიდებული, ხშირად სთხოვს ახლობლებს მატერიალურ დახმარებას, რათა ისევ ჩაერთოს თამაშში. ხშირია დანაკარგის ასანაზღაურებლად და ფულის საშოვნელად განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გემბლინგს უძველესი ისტორია აქვს, მის შესახებ ცნობები ძველ ინდურ პოემებში ("მოთამაშის გოდება", "მაჰაბჰარატა") გვხვდება. ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით კი ცნობილია, რომ ზევსმა, ჰადესმა და პოსეიდონმა კამათლის თამაშით გაიყვეს მსოფლიო. ყველაზე ცნობილი სათამაშო ცენტრი აშშ-ში მდებარეობს, ლას ვეგასი 1931 წელს ოფიციალურად დაკანონდა გემბლინგის დედაქალაქად. აშშ-ში გამოკითხული 2140 მოზ ![]() 1315 შეფასება არ არის
|