x
image
beko777
Mediator image
ჩემი მსაჯული ხალხი და დროა!
imageimageკაცობას თავს ვერ დავანებებ და ბოზობას ვერ დავიწყებ!


ბოდიში! არ ვიცი რისთვის, მაგრამ მაინც ბოდიში! პირველი ალბათ, იმიტომ, რომ კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები სათაურშივე „მოვიპარე” და მეორე ის, რომ ქვესათაურში სიტყვა „ბოზი“ ვახსენე! თუმცა, სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ბოზი“ ძველ ქართულში ლამაზსაც კი ნიშნავს, თურმე. ასეა, რას იზამ…


* * *



რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი ჯუნგლია, სადაც ყველანი ცხოველები ვართ, სხვადასხვა, ერთმანეთისგან ყველაფერ იმით განსხვავებული, რითაც ჩვენი ოთხფეხა „მეგობრები” განსხვავდებიან. კანონი მარტივია - იმარჯვებს ძლიერი და ეშმაკი! გაიძვერა და მატყუარა! ფლიდი და ტურა! ასეა ეს! რაც არ უნდა ალალი იყო, რაც არ უნდა ფაფუკი ბეწვი გქონდეს და საყვარელი იყო, ბოლო მაინც ერთი გაქვს - მიწა ხარ და მიწად იქცევი! მაგრამ სანამ ეს მოხდება, მანამ ხომ გინდა სიცოცხლე? არსებობა? ტკბობა იმით, რისთვისაც ღმერთმა მოგავლინა ამ ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე.


imageრა შუაში იყო ეს ყველაფერი? ახლავე აგიხსნით: - მოგეხსენებათ, 11 აპრილს საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას” რიგით მეოთხე ცერემონიალია დაგეგმილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ისიც მოგეხსენებათ, რომ არსებობის დღიდან მას თან ახლავს სკანდალები და გაუთავებელი გარჩევები, გაუთავებელი მუქარები და მომაბეზრებელი კომენტარები და ამ ხნის განმავლობაში არავის უკითხავს, რა თავი სტკივა ნეტავი ბესიკ ჩუბინიძეს, ამ ყველაფერს რომ აკეთებს, სხვის დაფასებაზე, გახარებასა და პატივისცემაზე ფიქრობს, როცა თავად მას პირუკუ პასუხობენო?! ნეტა მართლა! არასოდეს დამისვამს ეს შეკითხა საკუთარი თავისთვის – რა ძალა მადგას? დამავალა ვინმემ? მთხოვა ვინმემ? ჰონორარს მიხდიან ამაში თუ ხელფასს? მადლობელია ვინმე თუ? პასუხი – არანაირად! აბა, რა ძალა მადგას აუტკივარ თავს რომ ვიტკიებ? რაში მაინტერესებს, ვინ არის წლის ყველაზე სექსუალური ქალბატონი? რაში მაინტერესებს ვის ეკუთვნის წლის სიმღერის „მეგა”? რა ჩემი საქმეა, ვინ იქნება წლის ჯგუფი და წლის სიმპათია? დაე, სხვებმა ატარონ ცერემონიალები, დაჯილდოებები, ფესტივალები და აკეთონ ისე, როგორც აქამდე უკეთებიათ - ყველა კმაყოფილია, ესე იგი არავინ ნაწყენი არაა! აი, კითხვები, რომელიც ამ ხნის განმავლობაში არ დამისვამს საკუთარი თავისთვის, მითუმეტეს, რა მინდა ვითომ ხომ, მშვენიერი ჟურნალის გამომცემელი ვარ, მშვენიერი ოჯახი მაქვს, საყვარელი საქმე და საყვარელი მეგობრები, რაღა ჯანდაბად მინდა ყოველ წელიწადს აუტკივარი თავის ატკიება? ციხეებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარები – ამ ქალს თუ ამ „მეგებს” არ მისცემ ძმაო, იცოდე გარეთაც გვაქვს ძალა და გვიფრთხილდიო (მეტი არაა ჩემი მტერი, ისეთი რამე დაგემართოთ, რაც იმ „დამზვანოკებელს”)! ანდა მუხის დიდ მაგიდაზე ლამაზად შეკრული და ჩემსკენ გამოსრიალებული ასდოლარიანები: – ა, ძმაო ეს ფული სულ გეყოფა მაგის ჩასატარებლად, მარა ეს „მეგები” აი, ამას უნდა მისცეო (ისე კარგად აგიხდეთ ყველაფერი, რაც მე იმის სახელი არ გავამხილო)! თუნდაც ტელევიზიის კაბინეტებში დაბარებები და მნიშვნელოვანი ბარტერების შემოთავაზებები, კონკრეტულ ნომინაციებში კონკრეტული „მეგების” გადაცემის შემთხვევაში! … და მრავალი ამისთანა შემთხვევა! დიახ, მრავალი! და მე სახალხოდ, პირველად ვამბობ ამას, სწორედ ამიტომ არიან ზოგიერთი „ზვეზდუნები” ჩვენსკენ პირში ფურთხმომარჯვებულნი. ამ დროს ჩემივე ნათქვამი მახსენდება ხოლმე: კონკრეტული ვიგინდარების ფურთხის ატანა ჯობია ხალხის ფურთხის ატანას!


imageდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: ჩემი მსაჯული ხალხი და დროა! დიახ, ხალხი და დრო! ჯერჯერობით დღეს, ორივე ჩემს მხარეზეა, და ხომ იცით, აწმყო შობილი წარსულისაგან მშობელი არის მომავალისაო!!!
აი, რატომ მიღირს ყველაფერ იმის ატანა, რაც ზევით ჩამოვთვალე, აი, რატომ მტკივა თავი, ვიღაცამ მაინც დაიცვას ის, რასაც ხალხის ინტერესები ჰქვია და არა კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ორგანიზაციების თუ დაწესებულებების.
რა იქნება წელს „მეგაზე”, ჯერ არავინ იცის, ერთი ადამიანის გარდა, ან შეიძლება იცის და არ ამბობს, მაგრამ დღეს უკვე ადამიანებს გადაჯგუფების მეტი მოთხოვნილებები გაუჩნდათ, ისინი ერთმანეთის გვერდით დგომას აღარ კადრულობენ და პირობების კარნახის უფლებასაც კი აძლევენ საკუთარ თავს, მაგრამ ავიწყდებათ, პირობებს ვინ წერს! ავიწყდებათ ისე, როგორც დიდი კონსტანტინეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. რომელი? სათაურში წაიკითხეთ და დაფიქრდით ცოტა!!!


2003 წელი, თბილისი, ბესო ჩუბინიძე

0
75
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0