კონფლიქტები
მეაბოხეებმა, სოფელ დაგილიცაში ერაყის საზღვართან ახლოს, ორი თურქული სამხედრო მანქანა ააფეთქეს, შემთხვევას 16 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ამ თავდასხმას თურქეთმა საჰაერო იერიშით უპასუხა იტყობინება BBC. მა
2015, 8 სექტემბერი, 16:35
მეაბოხეებმა, სოფელ დაგილიცაში ერაყის საზღვართან ახლოს, ორი თურქული სამხედრო მანქანა ააფეთქეს, შემთხვევას 16 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ამ თავდასხმას თურქეთმა საჰაერო იერიშით უპასუხა იტყობინება BBC. მაუწყებლის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავები, ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხეთა ბაზებს, F4 -ითა და F16-ით 6 საათის განმავლობაში ბომბავდნენ. საჰაერო ინტერვეციის შედეგად 34 ქურთისტანის მუშათა პარტიის მეამბოხე დაიღუპა.
ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში შეიარაღებულ კამპანიას დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნით, 1984 წლიდან დღემდე ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში, მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.