x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნამცხვარი Kinder -ი
ნამცხვარი Kinder -ი


მასალა ცომისთვის:


კვერცხი — 4 ცალი
შაქარი — 80 გრ.
რძე — 20 მლ.
ზეთი — 100 მლ.
ფქვილი — 4 ს. კ.
კაკაოს ფხვნილი — 2 ს. კ.
თაფლი — 2 ს. კ.
გამაფხვიერებელი — 1 ს. კ.


მასალა კრემისთვის:



ნაღები 33 %-იანი — 350 მლ.

შესქელებული რძე — 180 მლ.
თაფლი — 1 ს. კ.

ჟელატინი — 10 გრ.
ვანილი — 1 მწიკვი

შენიშვნა: თაფლზე ალერგიის შემთხვევაში, შეგიძლიათ ნამცხვარი ამ ინგრედიენტის გარეშე გამოაცხოთ.

მომზადება:

1. კვერცხის ცილა და გული სხვადასხვა თასებში მოათავსეთ > საცერში ერთად მოათავსეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი და გაცერით.

2. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, გათეთრებამდე > დაუმატეთ რძე, ზეთი, თაფლი და ფქვილის, კაკაოს და გამაფხვიერებლის ნარევი > ყაველფერი კარგად ათქვიფეთ.

3. ათქვიფედ ცილა კარგად, ისე რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში არ იღვრებოდეს (ათქვეფამდე ცოტა ხნით მაცივარში თუ მოათავსებთ ცილას და ათქვეფის წინ, მწიკვ მარილს თუ დაამატებთ, უფრო ფუმფულა და მკვრივ მასა მიიღებთ, ათქვეფის შემდეგ) > შეურიეთ ცომის მასას ფრთხილად, ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად.

4. გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად და გამოაცხეთ რიგრიგობით, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 12 წუთის მანძილზე თითოეული.
5. ჟელატინს დაასხით 1 ს. კ. ანადუღარი და გაციებული წყალი და 10 წუთი გააჩერეთ.

6. გაათბეთ 50 მლ. ნაღები, არ აადუღოთ! > გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ კარგად გაწურული ჟელატინი.

7. თასში ერთმანეთს შეურიეთ შესქელებული რძე, თაფლი და ვანილი > დაუმატეთ ჟელატინიან მასა და ურიეთ, კოვზით, 5 წთ. მანძილზე.
8. დარჩენილი ნაღები კარგად ათქვიფეთ > შეურიეთ ჟელატინიან მასას.
9. გამზადებული კრემი 1 საათით შედგით მაცივარში > წაუსვით ერთ ფენას > დააფარეთ II ფენა > გადაახვიეთ სამზარეულოს აპკში ან ფოლგაში > 1 სთ. შედგით მაცივარში.


P. S. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გადაასხათ შოკოლადის მინანქარი.

1
417
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
417
  
2015, 8 სექტემბერი, 11:14
ჩინებული იქნება!!!
0 1 1