მუსიკა მოსკოვში ქუჩის მუსიკოსმა ვერ იცნო ჯგუფ Aerosmith-ის სოლისტი,რომელმაც მასთან ერთად იმღერა(ვიდეო) 2015, 7 სექტემბერი, 15:56 მოსკოვში კუზნეცკის ხიდთთან ქუჩის მუსიკოსი საშა ანისიმოვი ხშირად დგას და მცირეოდენ თანხას გამოიმუშავებს, რომ ოჯახი არჩინოს.საშას სამი შვილი ჰყავს.იგი გიტარაზე ძირითადად უცხორ როკ-ჰიტებს ასრულებს.თუმცა ერთმა დღემ სამუდამოდ შესცვალა მისი ცხოვრება.
თვითმხილველმა რუსტამ ბაგომედოვმა აღნიშნა, რომ კაფედან გამოსულმა "აეროსმიტის" სოლისტმა სტივ ტეილორმა, რომელიც გოგონასთან და დაცვასთან ერთად იყო შეამჩნია ქუჩის მუსიკოსი, რომელიც საკმაოდ კარგად უკრავდა და მღეროდა.როკ-ვარსკვლავი 20 წუთის განმავლობასი განმავლობაში აკვირდებოდა მას. იქვე მდგარ ადამიანებიდან, რომელბმაც იცნეს როკ-ვარსკვლავი ქუჩის მუსიკოსს სთხოვეს "აეროსმიტის" რეპერტუარიდან რაიმე შეესრულებინა.როდესაც ახალაგაზრდამ " I Don't Want to Miss a Thing"ის შესრულება დაიწყო სტივენ ტეილორი მას მიუახლოვდა და დაიწყო სიმღერა. ქუჩის მუსიკოსი თავიდან ვერც გააცნობიერა და მიხვდა, რომ მას მიუახლოვდა ლეგენდარული როკ-ჯგუფის სოლისტი, აღნიშნა თვითმხილველმა. ახალგაზრდა კაცმა შემდეგ ბოდიში მოიხადა იმაზე, რომ კარგად არ იცოდა სიმღერის ტექსტი. თვითმხილველმა აგრეთვე აღნიშნა ტეილორის სისადავე, მას არ აღენიშნება ე.წ.ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი პათოსი. 442 10-ს მოსწონს 2-ს არა
|