უკრაინულ ტელეარხ 24-ის საიტზე ჩატარებული გამოკითხვით, მკითხველთა 57 პროცენტი, უკრაინის პრემიერმინისტრის პოსტზე, ოდესის გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის ნახვას ისურვებდა. მეორე ადგილი ტელეარხის გამოკითხვაში, ფინანსთა მინისტრმა დაიკავა, მას მკითხველთა 13-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი. 8 პროცენტი პრემიერმინისტრის პოსტზე იულია ტიმოშენკოს დაბრუნების მომხრეა, რომელიც ორჯერ ხელმძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტს. გამოკითხულთა მხოლოდ 6-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი მოქმედი პრემიერის - არსენი იაცენიუკის მუშაობას.
მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია პრეზიდენტის საიტზეც გამოჩნდა. ორი დღის განმავლობაში, მან 25 ათასი საჭირო ხელმოწერიდან 2 ათას 700 შეაგროვა.