x
image
Guns N Roses
რუსეთის სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია

image
რუსეთის სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია...


როგორც მოგეხსენებათ რუსეთში საჰაერო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. მანევრები ასტრახანის რეგიონში იმართება.
ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და საბრძოლო ვერტმფრენების პილოტები წერტოლოვანი დარტყმების განხორციელებასა და სხვა საბრძოლო უნარების დახვეწაში ვარჯიშობენ.
წვრთნებისას სამხედროებმა ასევე ანტისარაკეტო სისტემები და S 300 ტიპის საზენიტო კომპლექსებიც გამოსცადეს.

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სხვადასხვა დანაყოფების მოულოდნელი შემოწმების ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა.
პირველ დღეებში სამხედროების ფიზიკური მომზადების დონეს შეისწავლიან, მოგვიანებით კი მათ საბრძოლო დავალებების შესრულება მოუწევთ.
განსაკუთრებული ყურადღება საჰაერო–სადესანტო ძალების შორ მანძილზე გადასხმის მომზადებას დაეთმობა.
წვრთნები 12 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ცენტრალური სამხედრო ოლქის პარალელურად, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, საომარ პირობებში, რამდენიმე უწყებისა და რეგიონის ადმინისტრაციის მუშაობასაც შეამოწმებენ.

0
364
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
364
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0