სიახლეები "ერთი უბრალო შეტყობინება მსოფლიოს" ჩინეთის და რუსეთის ლიდერები გვერდი-გვერდ! 2015, 5 სექტემბერი, 2:26 რას ნიშნავდა ეს დიდი შეკრება, რომელმაც მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო...
ჩინეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მეორე მსოფლიოს ომის დასრულებიდან 70-ე წელი, გიგანტური სამხედრო აღლუმით აღნიშნა. ჩინეთის ყველაზე ახალი იარაღების აღლუმში მონაწილეობას იღებდა როგორც ჩინეთის პრეზიდენტი, ასევე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც! როგორც წყარო იუწყება, ჩინეთის პრეზიდენტს მარჯვნივ ვლადიმერ პუტინი მისდევდა, ხოლო მარცხნივ სამხრეთ ამერიკის და ცენტრალური აფრიკის რამოდენიმე ქვეყნის ლიდერები, რომლებიც არიან ჩინეთის მოკავშირეები. ამ ლიდერებს შორის იყვნენ ასევე ეგვიპტის და სუდანის ლიდერებიც, რომლებიც არც ისე კარგი ავტორიტეტებით სარგებლობენ საკუთარ ქვეყნებში. ჩინეთში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შორის, არ ჩანდა არცერთი ლიდერი დასავლეთიდან! შეიარაღებული ძალების რაოდენობა მცირდება 300 000-ით! ჩინეთის პრეზიდენტმა, ხი ჟინპინგმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიარაღებული ძალების რაოდენობა შემცირდება 300 000-ით! ხი ჟინპინგმა შეიარაღებული ძალების შემცირების მიზეზებთან დაკავშირებით არ ისაუბრა, მაგრამ დასძინა, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სახელმწიფო ყველა ქვეყნისთვის. პრეზიდენტის გამოსვლასთან ერთად, 12 000 კაცმა ერთდროულად დაიწყო აღლუმის სიარული, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 12 000 კაციან აღლუმში 2000-მდე რუსი ჯარისკაციც იმყოფებოდა. იარაღი, რომელიც აშშ-ს საზღვაო ძალებსაც კი შიშის ზარს ცემს! მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავდაცვის ბიუჯეტი საკმაოდ გააძლიერა. აღლუმზე თვალსაჩინად გამოიყურებოდნენ: ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული ქობინები, ყველაზე მოწინავე ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სარადარო სისტემები, ავიაგამანდგურებლები და ვერტმფრენები. პირველად ნაჩვენებ იარაღებს შორის, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოიყურებოდა DF-21D რაკეტები, რომლებიც ავიამზიდების მოსისხლე მტრებად ითვლებიან.... წყნარი ოკეანის დაკვირვების ცენტრის თანახმად, აშშ-ს სამხედრო დომინანტობას საფრთხეს ზუსტად ეს გამანადგურებელი DF-21D-ის რაკეტები უქმნის! იაპონიას არანაირად არ ემტერებიან! ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მიერ განადგურებული ჩინეთი, არანაირ შურისძიებას არ იძიებს იაპონიისგან! "ობამას ტური ალასკაში და ჩინური სიურპრიზი!" პენტაგონის განცხადებით, გუშინ ბერინგის ზღვაზე ჩინეთის სამხედრო ძალების ავიამზიდი დაფიქსირდა. გასაკვირვი ფაქტი ის არის, რომ მოვლენა განვითარდა ზუსტად იმ დროს, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 3 დღიან ტურზე იმყოფებოდა ალასკაში. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის, ჯეფ დევისის განცხადებით ბერინგის ზღვაზე პირველად დაფიქსირდა ჩინური ავიამზიდი. ხოლო ჩინურ პრესაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ჰქონია ადგილი. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის აღნიშვნაზე, პრესკონფერენციების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინი საკმაოდ კარგ ხასითზე გამოიყურებოდნენ. ვლადიმერ პუტინის განცხადება: "ჩინეთი არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, ეს უკვე უხეში ნათქვამი გამოდის! ჩინეთი ჩვენი მეგობარია და ეს მუდამ ასე იქნება, ამაში ცვლილების შეტანა პირდაპირ შეუძლებელია! ჩვენ როგორც უდიდესი სახელმწიფოების მფლობელები, ასევე ვიქნებით უდიდესი მეგობრობის მატარებლებიც, რომლებიც ერთმანეთს ნებისმიერ გასაჭირში დაუზოგავად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით! ვაშა რუსეთს! ვაშა ჩინეთს!" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1432 12-ს მოსწონს
|