ფოტოგრაფია შიშველი ანჯელინა ჯოლის ფოტოები ლონდონის გალერეაში 1800 ევროდ გაიყიდება ( + ვიდეოები ) 2015, 4 სექტემბერი, 14:45 იშვიათი და დღემდე საზოგადოებისათვის უცნობი ფოტოები ფოტოგრაფმა ქეით გრნერმა 1995 წელს გადაუღო ჰოლივუდის მომავალ ვარსკვლავს და თანამედროვე მსოფლიოს კინო ლეგენდას ანჯელინა ჯოლის.მსახიობი და ვარსკვლსავი ფოტოებზე მხოლოდ 20 წლისაა.დღეს ეს ფოტოები ლონდონის "London's Zebra One Gallery" გალერეაში 1800 ევროდ ანუ 2600 დოლარად არის შეფასებული.
გასული საუკუნის 90 - იანი წლების სრულიად ახალგაზრდა დამწყები მსახიობი სხვა დანარჩენი ვარსკვლავებისგან არაჩვეულებრივი სახის ფერით, სენსაციურად წარმოუდგენლად ულამაზესი გაბერილი ტუჩებით, " დახატული" თითებითა და მოხატული ფრჩხილებით და ძალიან სექსუალური მანერებით იქცევდა რეჟისორებისა თუ პროდიუსერების განსაკუთრებულ ყურადღებას - წერს წყარო.
ფოტოებზე, რომელიც ლონდონის გალერეაში იყიდება, მსახიობი მაკიაჟითაა და საგულისხმოა, როგორ არტისტულად პოზირებს ის ობიექტივის წინაშე.
ანჯელინამ, რომელსაც წელს 40 წელი შეუსრულდა, კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს თავისი ფიზიკური სრულყოფილება, ულამაზესი თვალები და სენსაციური ტუჩები, აგრეთვე ზედმეტად დახვეწილი ფეხები - წერს წყარო.
მოკლედ, Zebra One Gallery კოლექციას ახალგაზრდა ანჯელინა ჯოლის ფოტოები შეემატა და ყველასათვის ცნობილი ფოტოგრაფის ქეით გარნერის ობიექტივში გასული საუკუნის 90 - იან წლებში მოხვედრილი ანჯელინა მხოლოდ 20 წლის გოგონაა. გალერეის მესვეურებმა მსახიობის მაცდურ ფოტოებზე არც თუ მაღალი ფასი დაადგინეს. ბოლო რამდენიმე წელია, მსახიობი საკუთარ ფილმზე მუშაობს როგორც ფილმის დირექტორი. ეს არის ახალი ინტიმური, რომანტიკული დრამა, სადაც მსახიობი საკუთარ მეუღლესთან ბრედ პიტთან ერთად მთავარ როლშია. ვარსკვლავური წყვილი პირველად ეკრანზე 2005 წელს ნახა მაყურებელმა, სადაც ისინი ფილმში " მისის და მისტერ სმიდტების" მთავარ როლში ცოლ - ქმრის როლს თამაშობდნენ. აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა და აქედან შეიყვარა წყვილი მსოფლიომ. 491 7-ს მოსწონს
|