სხვა შაოლინის ბერმა წყალზე 125 მეტრი გაირბინა(ვიდეო) 2015, 3 სექტემბერი, 15:28 მანვე გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი.
ჩინეთის ქალაქ ციანჩჟოუში(ფუძიანას პროვინცია)შაოლინის ბერმა ლი ლილიანგმა გაირბინა წყალზე 125 მეტრი, მან ამისთვის 200 ფირფიცარი გამოიყენა, იუწყება გამოცემა Dailymotion-ი. ლილიანმა "წყალზე გარბენაზე" საკუთარი რეკორდი მოხსნა.იგი კუნ-ფუს სავარჯიშოების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.მასზე ვარჯიში ბერმა 2009 წლიდან დაიწყო.პირველად მხოლოდ 18 მეტრზე გარბენა შეძლო.ხანგრძლივი ვარჯიშების შემდგომ გასულ წელს ბერმა 118 მეტრი გაირბინა.ახლა კი საკუთარი რეკორდი მოხსნა. კუნ-ფუს ოსტატი წყალზე მოკლე ნაბიჯებით გარბის, ისე რომ ფეხი არ ჩაუვარდეს წყალზე გაფენილ ფირფიცრის დაფებზე.ამასთან ერთად ლილიანგი ინარჩუნებს სტაბილურ სიჩქარეს და იდეალურ წონასწორობას. 1836 7-ს მოსწონს 1-ს არა
|