x
image
natia.a
6 არასწორი წარმოდგენა, რომელიც ჯანსაღი კვების შესახებ გვაქვს - გაითვალისწინეთ!

ჯანმრთლი ცხოვრების წესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ჯანსაღი კვებაა, რომელსაც ცოდნა სჭირდება. სამწუხაროდ ჩვენში ბევრი არასწორი შეხედულებაა ჩამოყალიბებული გაკრკეულ პროდუქტებსა და ზოგადად კვებაზე. ამჯერად წარმოგიდგენთ 6 ყველაზე გავრცელებულ მცდარ წარმოდგენას, ანუ მითს, რომლებიც ჯანსაღი კვების შესახებ გვაქვს.

მითი 1. პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე არის წარწერა "ნატურალური პროდუქტი" ან "გმო-ს გარეშე", სასარგებლოა.

image

სინამდვილეში ეტიკეტზე ყველაფერი შეიძლება იყოს დაწერილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და სიტყვა "ნატურალურიც" არ არის იმის გარანტია, რომ პროდუქტი აუცილებლად სასარგებლოა - ამ ხრიკით უბრალოდ პროდუქტის ფასი იმატებს.

მითი 2. ზღვის მარილში ნაკლები ნატრიუმია
image

სინამდვილეში ზღვის მარილში ნატრიუმის შემცველობა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მარილისგან. ზღვის მარილის ერთადერთი უპირატესობა ის არის, რომ მისი კრისტალები უფრო დიდია და საკვებშიც ნაკლები რაოდენობითაა მისი დამატება საჭირო.

მითი 3. ლერწმის შაქარი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი
image

მშვენიერი არგუმენტია იმისათვის, რომ პროდუქტს ფასი მოემატოს. თუმცა შაქარი შაქრად რჩება მიუხედავად ფერისა. მასში მართლა შედის ოდნავ მეტი მინერალები, თუმცა ეს მეტობა სრულიად უმნიშვნელოა.

მითი 4. ვარჯიშის შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ პროტეინების კოქტეილი.
image

პროტეინების მიღება ვარჯიშის შემდეგ ადამიანს კალორიებს მატებს, ამიტომ ეს არ გამოადგებათ მათ, ვისაც წონაში დაკლება სურთ.

მითი 5. ყავისფერი კვერცხი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი
image



კიდევ ერთი ხერხი ფასის მომატების. სინამდვილეში კვერცხის კვებითი ღირებულება და სასარგებლო თვისებები არანაირად არ განისაზღვრება მისი ნაჭუჭის შეფერილობით, ერთადერთი რაც ნაჭუჭის ფერით შეიძლება დაადგინოთ, არის კვერცხის დამდები დედლის ბუმბულის ფერი. როგორც წესი, თეთრი ქათმები თეთრ კვერცხებს დებენ, მუქი ფერის ქათმები კი - ყავისფერს.

მითი 6. წითელი ღვინო სასარგებლოა
image

მითი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის რეალობა. წითელი ღვინო მართლა სასარგებლოა იმით, რომ აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას და დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია სწორად განსაზღვროთ დღიური დოზა. ექიმები ამტკიცებენ რომ სასარგებლოა მხოლოდ ერთი ჭიქა წითელი ღვინის მიღება დღე-ღამეში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასმელის დასხმა უნდა მოხდეს სპეციალურ ბოკალში, რომელიც მხოლოდ ერთ მესამედზე უნდა იყოს სავსე.



1
372
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
372
  
2015, 3 სექტემბერი, 10:58
გავაზიარე
0 1 1