x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს გოგრას - ეს უნდა ვიცოდეთ!
image


გოგრა
ჩვენში საკმაოდ გავრცელებული პროდუქტია. მისი უამრავი ჯიში არსებობს, მათ შორის შხამიანიც კი. გოგრა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის - ხელისგულისოდენიდან დაწყებული, გიგანტური, 100-კგ-იანი ნაყოფით დამთავრებული; შეიძლება ჰქონდეს მწვანე, ყვითელი, სალათისფერის, ნარინჯისფერი შეფერილობა.

გოგრა მიკროელემენტებითა და მინერალებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია.
image

აღსანიშნავია, რომ სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ გოგრის რბილობს, არამედ მის თესლსაც და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ფოთოლსაც კი.

თუ გოგრას რეგულარულად გამოვიყენებთ საკვებად, ეს დიდად შეუწყობს ხელს თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

გოგრა შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, მაგნიუმი, კობალტი, თუთია და რკინა. ამას ემატება უამრავი ვიტამინი – А, Е, С, D, F, PP, T, B.

გარდა ამისა, ეს ბოსტნეული დაბალკალორიულია, - 100 გრამ პროდუქტზე 22 კკალ. - რაც განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მას წონაში დაკლების მსურველთათვის. ამ პროდუქტში არის ასევე ბეტა-კაროტინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი და ბოჭკოვანა.

გოგრის სარგებელი
image

1. ვიტამინების არსებობა ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას და ზოგადად დადებითად მოქმედებს თვალზე.

2. გოგრა ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, რადგან აადვილებს "მძიმე" საკვების მონელებას. ნოყიერი სადილის შემდეგ კარგი იქნება, თუ რამდენიმე ლუკმა გოგრას მიირთმევთ, რაც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და მოგიხსნით დისკომფორტს.

ეს პროდუქტი საინტერესოა იმითაც, რომ ხელს უწყობს ჭარბ წონასთან ბრძოლას. გოგრა დაბალკალორიულია, ადვილად გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, ასუფთავებს მას და ხელს უწყობს ზედმეტი წონის კლებას. გოგრის დიეტა საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს.

3. გოგრა ორგანიზმს ასუფთავებს შლაკებისგან და ზედმეტი ქოლესტერინისგან. ახდენს სისხლის წნევის ნორმალიზებას და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს.

4. ეს ბოსტეული ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის შედედების ოპტიმიზებას ახდენს.

5. შარდმდენი ეფექტის წყალობით (გოგრა 90%-ით წყლისგან შედგება) გოგრა ეხმარება შარდკენჭოვანი დაავადებების, თირკმლის უკმარისობისა და შარდის ბუშტის ანთების დროს. ამისათვის უმჯობესია იგი უმი სახით მივიღოთ.

6. გოგრას შეუძლია ნერვული სისტემის ნორმალიზება, განწყობის გამოკეთება, დეპრესიის დაძლევა, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება. იგი ასევე გვეხმარება უძილობასთან ბრძოლაშიც.

7. С ვიტამინის არსებობის გამო გოგრა იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს - ადამიანები, რომლებიც მას რეგულარულად მიიღებენ, უკეთ ებრძვიან ვირუსებს და ნაკლებად ავადდებიან სეზონური დაავადებებით.

8. გოგრა ცნობილია ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით. ამ მიზნით იგი გამოიყენება როგორც საკვებად (ნაწლავში ანთებითი პროცესების ჩასაქრობად) ასევე კანზე დასადებად ჭრილობების, დამწვრობების, მუწუკებისა თუ გამონაყარის დროს. გოგრის რბილობი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.

9. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რაციონში ხშირად იყენებენ გოგრას, ნაკლებად ავადდებიან ტუბერკულოზითა და ყელის კიბოთი. თუმცა გოგრის ეს კონკრეტული სასარგებლო თვისება მედიკოსების ერთ ნაწილს მაინც საეჭვოდ მიაჩნია.

10. გოგრას გააჩნია ერთგვარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. მას აქვს უჯრედების განახლების, ძვლის გამაგრებისა და მისი პროდუქტიულობის გაზრდის უნარი.

11. გოგრის ფაფა კარგია გულძმარვასთან საბრძოლველად.

12. გოგრის რეგულარული გამოყენება ამცირებს კარიესის, ღრძილებიდან და ცხვირიდან სისხლდენის საფრთხეს.

13. ეს ბოსტნეული სისხლში ჰემოგლობინის დონეს მატებს.

14. გოგრა დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.

გოგრა ასევე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

image

დღეისთვის ძალიან პოპულარულია გოგრაზე დამზადებული ნიღბები, შამპუნები, კრემები, ლოსიონები, საპნები, ბალზამები და ა.შ.

გოგრის ნიღბებს აქვს უნიკალური თვისება სახეზე გააქროს მცირე და საგრძნობლად შეამციროს დიდი ნაოჭები.

გოგრის მაქსიმალური სარგებელი მიიღება მისი უმად მირთმევის შემთხვევაში.

image



უმ რბილობს იყენებენ სალათებში, ცივ საუზმეებსა და დესერტებში. სასარგებლოა ასევე თესლი, ახლადგამოწურული წვენი და გოგრის ზეთი. ამ უკანასკნელის შეძენა აფთიაქებშია შესაძლებელი.

თუმცა სასარგებლო თვისებების დიდი ნაწილი თერმული დამუშავებისასაც რჩება. საუკეთესო ვარიანტია, თუ შეწვავთ მას, მისაღებია ასევე მოხარშვა, კრემ-სუპების, დესერტების, სოუსები მომზადება.
image

ვინ უნდა მოერიდოს გოგრას?
image

პირველ რიგში, უმჯობესია არ მიირთვან ეს პროდუქტი მათ, ვისაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი პრობლემები აქვთ, რგორიცაა წყლული, გასტრიტი, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა, ნაწლავური კოლიკები, დიარეა, კუჭის გაღიზიანება.


გოგრა უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ზოგ ადამიანს, შესაძლოა ასევე გოგრის აუტანლობაც ჰქონდეს, რამაც შესაძლოა ალერგიული რეაქცია და მოწამვლა გამოიწვიოს.


როდიდან და როგორ მივცეთ გოგრა ბავშვს


image

გოგრის პიურეს მიცემა ბავშვისთვის შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პატარა შეეჩვევა პირველი რიგის ბოსტნეულს, როგორიცაა ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი, სტაფილო. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს გოგრის პიურე შეგვიძლია მივცეთ 5 თვის შემდეგ, ბუნებრივ კვებაზე მყოფებს კი - 6-7 თვიდან. თავიდან ვიწყებთ 0, 5 ჩ.კ.-ით და წლის ასაკში დღიური დოზა აგვყავს 200 გრამამდე. უმჯობესია თუ ბავშვს გოგრის პიურეს კვირაში 2-3 ჯერ მივცემთ. 7 თვის ასაკიდან შეიძლება ასევე გოგრის წვენი ან პიურე ფაფებშიც გავურიოთ. 8 თვიდან ბავშვს შეიძლება გოგრის სუპებიც შევთავაზოთ.


წლამდე ბავშვებისთვის გოგრა უმჯობესია ორთქლზე ან ცოტა რაოდენობით წყალში მოიხარშოს. გოგრა გაცილებით ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს, ვიდრე სხვა ბოსტნეული და ამიტომ განსაკუთრებით მისაღებია ჭარბი წონის მქონე ბავშვებისთვის.




1
51364
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
51364
  
2015, 1 სექტემბერი, 10:27
გავაზიარე
0 1 1