x
მეტი
  • 03.12.2021
  • სტატია:115345
  • ვიდეო:352801
  • სურათი:489319
11 ყველაზე პოპულარული ფრანგული ფილმი საბჭოთა კავშირში
image

აგერ უკვე ერთი თვე გავიდა საკულტო მსახიობის, ჟან-პოლ ბელმონდოს გარდაცვალების შემდეგ, რომელიც უზომოდ უყვარდათ და პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც თავად ფრანგული ფილმები .მის გარდა თუ ფილმის აფიშაზე იყო ისეთი სახელები, როგორიცაა: ალენ დელონი, პიერ რიჩარი, ლუი დე ფიუნესი, მაშინ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ფილმის წარმატება პრაქტიკულად გარანტირებული იყო. დიახ, საბჭოთა მაყურებელს ძალიან უყვარდა ფრანგული კინო, რომელსაც კინოთეატრის აფიშებზე უფრო ხშირად გვხვდებოდა, ვიდრე ჰოლივუდის ფილმები და იყო უზარმაზარი რიგები ბილეთებზე.


ქვემოთ გთავაზობთ 11 ყველაზე პოპულარულ ფრანგული ფილმს, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეიძინა და გადიოდა კინოთეატრებში



1 -ფანტომასი -სათავგადასავლო კომედია, რეჟისორი ანდრე იუნებელი 1964 წელი, საბჭოთა კინოგაქირავებაში პრემიერიდან 3 წლის შემდეგ გამოჩნდა. ფილმი საზოგადოებამ უდიდესი წარმატებით მიიღო. მოგვიანებით მოჰყვა ჟურნალისტ ფანდორის (ჟან მარე) და კომისარ ჟიუვეს (ლუი დე ფიუნესი) თავგადასავლების გაგრძელება ფილმებში "ფანტომასი აბობოქრდა" და "ფანტომასი სკოტლანდ-იარდის წინაარმდეგ"". ახლა შეიძლება გაგეღიმოთ ამ ფილმის მიამიტურობაზე. თუმცა, მაშინ უზომოდ პოპულარული იყო.


image

2-ანჟელიკა ანგელკოზების მარკიზი-1964 წელი, ისტორიულ-ავანტურისტული ფილმი დაფუძნებული ანჟელიკას შესახებ წიგნების სერიაზე. ხუთივე ფილმში მთავარი როლი შეასრულა ულამაზესმა მიშელ მერსიემ. ფილმის პრემიერა სსრკ -ს კინოთეატებში მხოლოდ 1969 წელს შედგა. წარმატება ფანტასტიური იყო, ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში.

image


3-სათამაშო-1976 წლის ფილმი, ალბათ პიერ რიშარის ერთ -ერთი საუკეთესო როლი. ყველაფრი იმით იწყება, რომ უიღბლო ჟურნალისტი ფრანსუა პერინი სათამაშოების მაღაზიაზე აკეთებს რეპორტაჟს. რომლის მფლობელია მილიონერი, რომელიც ფლობს როგორც მაღაზიას, ასევე გაზეთს, სადაც ფილმის მთავარი გმირი მუშაობს..ზუსტად იმ დროს მოდის მაღაზიაში მილიონერი, რათა თავის ჭირვეული შვილისთვის ახალი სათამაშო აარჩიოს. მაგრამ კაპრიზულ ბავშვს მოსწონს თავად პერინი. ის ხდება ბიჭის საყვარელი სათამაშო და მალე - მისი ერთადერთი მეგობარი.

image


4-შავი ტიტა-1964წ. საფრანგეთი, ესპანეთი, იტალიის ერთობლივი ისტორიულ-სათავგადასავლო ფილმი საბჭოთა ეკრანებზე ორჯერ გავიდა-1976 და 1984 წელს, რომელიც საბოლოოდ 47, 8 მლნ.-მა საბჭოთა მაყურებელმა ნახა და მოხვდა ტოპ-20 ყველაზე პოპულარული უცხოური ფილმების სიაში.

image


5-დოყლაპია-1965 წელი.მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე სპეციალური დიპლომი დაიმსახურა და იმავე წელს კინოგაქირავებაში ჩაეშვა.

ეს განგსტერული კომედია მაღაზიის მმართველ კაცზეა, რომელიც დასასვენებლად იტალიაში მიდის, გზაში ავარიაში მოყვება, დასვენების ჩაშლისთვის კომპენსაციის სახით კი მას დამზარალებელი თავისი მეგობრის ძვირფას მანქანას სთავაზობს ნეაპოლიდან ბორდოში ჩასასვლელად. აღმოჩნდება, რომ მანქანა კონტრაბანდული საქონლითაა სავსე .მთავარ როლებში ბურვუილი და ლუი დე ფიუნესი.

image


6-დიდი გასეირნება-ფრანგულ-ბრიტანული კინოკომედია, გადაღებული 1966 წელს.ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება ფილმის რეჟისორი ჟერარ ური, მთავარ როლებში ლუი დე ფიუნესი და ბურვილი.სსრკ-მ ფილმი 1971 წელს შეიძინა, ნახა 37, 8 მლნ.მაყურებელმა.

image


7-ზორო-ფრანგულ-იტალიური ვესტერნი მთავარ როლში ალენ დელონის მონაწილეობით 1975 წელს გამოვიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1976 წელს საბჭოთა კინოთეატრებში გამოჩნდა, რომელსაც 55, 3 მლნ. ადამიანმა უყურა.საბჭოთა კავშირში. ტოპ-20 უცხოური ფილმების რეიტინგში მე-13 ადგილი უკავია.

image



8-ახალწვეულები ომში მიდიან- 1974წ. კიდევ ერთი რეკორდსმენი ფრანგული კინოკომედია.1978 წელს საბჭოთა კინოგაქირავებაში ამ ფილმს 50, 1 მლნ. მაყურებელი ჰყავდა.

image




9-მაღალი ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში-1972 წლის ფრანგული კომედია ფრანსუა პერენზე(პიერ რიშარი)უიღბლო და დაბდურა მუსიკოსზე, რომელიც მუდმივად იხლართება საშიშ და კომიკურ სიტუაციებში, მაგრამ საბოლოოდ წყლიდან მშრალი გამოდის.საბჭოთა კავშირმა შეიძინა 1974 წელს, ერთი წლის შემდეგ გამოდის ფილმის მეორე ნაწილი "მაღალი ქერა მამაკაცის დაბრუნება"

image




10-შარლოს ოთხი მუშკეტერი-1974 წლის ამ კომედიაში, რომელიც ალექსანდრე დიუმას მოტივებზეა შექმნილია კომედი ჯგუფი "შარლოს მსახიობები თამაშობენ.საბჭოთა კინოთეატრებში 1978 წელს გადიოდა. სახლეწოდებით "ოთხი მუშკეტერი" ფილმი ნახა 56, 6 მლნ. მაყურებელმა, რომელიც ითვლება ნახვების მიხედვით ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ფილმად სსრკ-ში.ტოპ-20 რეიტინგში ფილმს მე-10 ადგილი უკავია.

image



11-პროფესიონალი-1981 წელი.ამ ფილმამდე ბელმონდო უკვე უზომოდ პოპულარული იყო ისეთი ფილმებით, როგორიცაა "კარტუში", "ვინ ვინ არის", 'შესანიშნავი", "თამაში ოთხი ხელისათვის' "ცხოველი", საბჭოთა კავშირში ფილმი იმ დროს შეისყიდეს, როდესაც უკვე სსრკ- იშლებოდა-1990 წელს.ეს დრამატული თრილერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბელმონდოს შემოქმედაბაში სადა უდავოდ დიდი როლი ითამაშა ენიო მორიკონეს შესანიშნავმა საუნდრეკმაც.

image



საბჭოთა კავშირში ფილმის პოპულარობის რეიტინგი ითვლებოდა კონოგაქირავებაში გაყიდული ბილეთების რაოდენობით. 1-ესენია( Yesenia), მექსიკა 1971 წელი.მელოდრამა.საბჭოთა კონოგაქირავებაში გაუშვეს 1975 წელს.ნახა 91, 4მლნ. მაყურებელმა. ...



ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა აშშ-ს ნაციონალური კინოგაქირავების ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ოსკაროსანი ფილმების რეიტინგი . რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ვიქტორ ფლემინგის 1939 წლის ფილმი "ქარწაღებულნი", მთავარ როლებში ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი, ფილმის შემოსავალი 1, 7 მილიარდი დოლარია. ...


1) ემანუელა(1974)-ფრანგული საკულტო ეროტიკული(ან მსუბუქი პორნოგრაფიული) ფილმი.სურათი ჯერ სამშობლოში იქცა სენსაციად შემდეგ კი დაიპყრო მთელი მსოფლიო, მაგალითად Columbia Pictures-მა პირველად ისტორიაში ოფიციალურად შეიძინა ამ ჟანრის ფილმი. შედეგად ნახევარმილიონიანმა ბიუჯეტის ფილმმა 100 მილიონი მოგება მოიტანა და ბოლო ბოლო "რკინის ფარდაც" კი გა...


"მოსფილმის" 1984 წლის ლირიკული კომედია "სიყვარული და მტრედი" გახდა ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმი ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე, რეჟისორ ვლადიმერ მენშოვის ფილმს 20 მილიონმა ადამიანმა უყურა. მეორე ადგილი დაიკავა ლეონიდ გაიდაის ფანტასტიკური ჟანრის კინოკომედიამ "ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას"(1973 წელი)-18, 9 მილიონი ნახვა. მესამე ადგ...


1941 წელის 5 ივნისს დაიბადა ცნობილი პოლონელი მსახიობი ბარბარა ბრილსკა.მას დღეს 76 წელი შეუსრულდა. ბარბარა ბრილსკა აღიარებს, რომ დღემდე ვერ ხვდება რატომაა ელდარ რიაზანოვის ფილმი "ბედის ირონია ანუ გაამოთ" ამდენი წლის განმავლობაში ასეთი პოპულარული, არა და სწორედ ამ ფილმმა მოუპოვა მსახიობს ყველაზე დიდი პოპულარობა ყოველ შემთ...


ზოგიერთი საბჭოთა ფილმი მსოფლიო კინომატოგრაფიის შედევრად აღიარეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საბჭოთა ფილმებს ბრალს სდებდნენ ხელოვნების იდეოლოგიზაციში.მაშ ასე, 5 საბჭოთა ფილმი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საზღვარგარეთ. 1)მოსკოვს ცრემლების არ სჯერა-(1979 წელი, რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი)-"ოკაროსანი" ფ...

1
401
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
401
  
5 ოქტომბერი, 15:31
თითოეული, მინიმუმ, 10–ჯერ მაინც მაქვს ნანახი – მართლაც რომ კარგი ფილმებია
0 1 1