x
image
natia.a
როგორ ატარებენ ცნობილი ქალბატონები სექსუალურ მიკროშორტებს (+ფოტოები)
image
მოკლე, ანუ როგორც ხშირად უწოდებენ, მიკროშორტები ქალის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და სექსუალურ სამოსად ითვლება და, ცხადია, მათ ტარებაზე არც ვარსკვლავი ქალბატონები ამბობენ უარს. ვნახოთ, როგორ ატარებენ ყველასათვის ცნობილი ქალბატონები ამ ტიპის სამოსს.


1. ბიონსე


image

ბიონსეს ძალიან უყვარს ნათელი ფერები და არატრივიალური შეხამებები. მომღერალს სულაც არ ეუხერხულება თვალისმომჭრელი ფერები. თანამედროვე შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალბატონი თავისუფლად ატარებს ვარდისფერ ულტრამოკლე შორტებს იმავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და ნარინჯისფერ მოტკეცილ ტოპთან ერთად. ნამდვილად თამამი და მომხიბვლელი ლუქია...



2. სიენა მილერი


image

სიენა მილერი მიკროშორტს უფრო თავისუფალ და ყოველდღიურ სამოსად იყენებს. როგორც ფოტოზე ხედავთ, მსახიობმა უპირატესობა მიანიჭა ჯინსის შორტს, გრძელსახელოიან თხელ ბლუზთან და ბათინკებთან ერთად. საერთო ჯამში გამოვიდა საკმაოდ თავშეკავებული ლუქი, რომელიც ვარსკვლავმა შეავსო ცოცხალი ყვითელი ფერის დიდი ჩანთით.


3. ჯენიფერ ლოპესი


image

ჯენიფერ ლოპესი განთქმულია სექსუალური და ამავდროულად სადრესასწაულო ჩაცმულობით. მისი სამოსის დიდი ნაწილის წარმოდგენა ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმაოდ ძნელია. თუმცა წვეულებებისა და კოქტეილებისთვის კი ზუსტად შესაბამისია. მოცემულ შემთხვევაში ჯეი ლომ თეთრი მინი-შორტი აირჩია და შეუხამა თეთრსავე მაქმანიან ბლუზს.


4. კეიტ ჰადსონი


image

კეიტ ჰადსონს განსაკუთრებული არაფერი გააკეთა: სამი მარტივი რამ - ჯინსის შორტი, შავი ტოპი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - და იდეალური ლუქი მზადაა! როგორც ჩანს, მსახიობმა მართლა კარგად იცის, როგორ გაუსვას ხაზი საკუთარი სხეულის იდეალურ ფორმებს.


5. დიანა კრუგერი


image

მინი-შორტი მშვენივრად ჯდება დრეისთვის ძალიან აქტუალურ ბოჰემურ სტილში. ამის მაგალითია დიანა კრუგერი: ჯინსის შორტი-ბოიფრენდი, ვერცხლისფერი სანდალი, ცისფერი პერანგი და წითელი საცურაო კოსტიუმი.


6. ჰელენა კრისტენსენი


image

ელენე კრისტენსენმა არჩევანი ლურჯ მინი-შორტზე შეაჩერა, რომელიც ჰარმონიულად ეხამება შავკოპლებიან წითელ ტოპსა და თეთრ ბალეტკებს. მშვენიერი ჩაცმულობაა მაღაზიაში წასასვლელად ან სასეირნოდ.


0
803
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0