საზოგადოება 10 ნიშანი იმის შესახებ ხართ თუ არა ყავაზე დამოკიდებული 2015, 28 აგვისტო, 19:45 ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი ვინც თავისით გამოტყდება რომ რამეზე არის დამოკიდებული, მაგრამ თუკი თქვენ ხშირად გინდებათ ყავა და თუ თქვენს საკმარის დოზას არ მიიღებთ გაღიზიანებული ხდებით, მაშინ საჭიროა დაფიქრდეთ. გთავაზობთ 10 ნიშანს რათა მიხვდეთ ხართ თუ არა დამოკიდებული კოფეინზე.
ძალიან ხშირად ფიქრობთ ყავაზე? და მთელი დღის განმავლობაში გახსენდებათ რა დიდი სიამოვნებით მიირთმევთ დილით არომატულ ყავას? ეს უკვე დამაფიქრებელია შეგიძლიათ რომ არ გაასწოროთ დილით საწოლი, არ ისაუზმოთ, მაგრამ ყავა რომ არ დალიოთ ეს წარმოუდგენელია, თქვენ შეიძლება სამსახურშიც კი დააგვიანოთ რათა დატკბეთ დილის ყავით. უკვე სამი ჭიქა ყავა დალიეთ, მაგრამ ისევ ყავის აპარატტთან მიდიხართ ნაცნობი არომატის შეგრძნებისთანავე. ერთი დღეც ვერ ძლებთ ყავის გარეშე და დღესაც იხსენებთ იმ დილას როდესაც ყავა ვერ დალიეთ. ყველგან ყავას სვავთ, თუკი უბრალოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე უნდა მიხვიდეთ, გზაში აუცილებლად ყიდულობთ ყავას ჭიქებში. სამსახურში შესვენებისთვის არასდროს იყენებთ ფრაზას "წავიდეთ სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ" ან " წავიჭორაოთ" ერთადერთო მიზეზი შესვენებისთვის არის ყავა და ფრაზა "წამოდი ყავა დავლიოთ" თქვენ ძალიან გაღიზიანებთ ცუდათ გაკეთებული ყავა, ის უნდა იყოს იდეალური თქვენ არ გესმით იმ ადამიანების ვინც საღამოს ყავას არ სვავს იმ მიზეზით რომ რამე ვერ დაიძინებს, თქვნ ხომ ყავას ნებისმიერ დროს სვავთ. არ გესმით იმ ადამიანების რომლებიც ყავას შეკვრებში ყიდულობენ და ამბობენ რომ ძალიან კარგ ყავას სვავენ თქვენი ყავის დასალევად გაქვთ საკუთარი ჭურჭელი და სპეციალური ადგილი კომფორტულად ყავის დასალევად 185 9-ს მოსწონს
|