სხვა XXI საუკუნის ცივილიზაციას მოწყვეტილი საზოგადოება 2015, 28 აგვისტო, 11:45 მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ამ კუნძულზე, ყველა სტუმარს კლავენ, სწორედ ეს არის ერთერთი თავდაცვითი პოლიტიკა. კუნძული შუა სტრახი მდებარეობს ბენგალის სანაპიროზე, მიანმარისა და ინდონეზიას შორის. ტომი, რომელიც ცხოვრობს კუნძულზე სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან. კუნძლის მცხოვრებლები ისე ცხოვრობენ თითქოს ქვის ხანა დაბრუნდა, მათთვის უცხოა XXIსაუკუნი ცივილიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ეკუთვნის ინდოეთს, არავის არ აქვს სურვილი წავიდეს კუნძულზე, თუნდაც დასასვენებლად ან სანაპიროზე .ადგილობრივი ტომის ბელადმა მოუწოდა ტომის წევრებს, რომ ძალიან აგრესიულები იყვნენ უცხო პირთა მიმართ. 1896 წელს ციხიდან გაიქცა ინდუსი პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა თავის შეფარვის მიზნით დამალულიყო კუნძულზე, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ ის კუნძულზე მკვდარი იპოვეს ., მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. 1981 წლის 2 აგვისტოს კუნძულთან გზააბნეულმა გემის ეკიპაჟის წევრებმა გადაწყვიტეს დახმარება ეთხოვათ ადგილობრივებისათვის, თუმცა ეს მათ ძვირად დაუჯდათ ეკიპაჟის რამოდენიმე წევრი ემსხვერპლა ტომის ისრებს, ხოლო ნახევარმა ძვლივს უშველა თავი, რომელიც შემდგომი ვერტმფრენის მეშვეობით გახდა შესაძლებელი მათი გადარჩენა. 2004 წელს ინდოეთის მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა მის კონტოლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მონახულება, ვეტმფრენი, რომელიც მიუახლოვდა კუნძულს სასწაულებრივ გადარჩა, რადგან ადგილობრივებმა ისრებისა და ქვების “წვიმა ''მოუწყვეს სტუმრებს. 93 3-ს მოსწონს
|