სხვა ჰონდურასში 16 წლის გოგონა კუბოში გაცოცხლდა(ვიდეო) 2015, 27 აგვისტო, 9:49 ![]() ახლად გათხოვილი გოგონა სახლის წინ გვიან ღამით გამოვიდა და მოულოდნელად გული წაუვიდა.მშობლებმა გონდაკარგული და დუჟმორეული პერეზს ადგილობრივი მღვდელი მოუყვანეს. ეგზორციზმის შესრულებისას გოგონამ სუნთქვა შეწყვიტა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გარდაცვალება დაადასტურეს. დაკრძალვიდან მეორე დღეს გოგონას მეუღლეს რუდი გონსალესს კუბოდან კაკუნის და ყვირილის ხმა შემოესმა, მამაკაცმა დასახმარებლად ნათესავებს მოუხმო, რომლებმაც კუბოს გახსნისას აღმოაჩინეს, რომ გოგონა ცოცხალი იყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, გზაში მან გონება დაკარგა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. გარდაცვლილი ნაილი სამი თვის ფეხმძიმე იყო, ნათესავები ექიმებს არასწორ დიაგნოზის დასმაში სდებენ ბრალს და სასამართლოში ჩივილს აპირებენ. 341 10-ს მოსწონს
|