მოვლენები პირველად საქართველოში - "მის პლანეტა 2015" და მისი ქართველი მონაწილე 2015, 27 აგვისტო, 1:14 პირველად საქართველოში, სამოდელო სააგენტო "katrini"-ს ორგანიზებით, სილამაზის კონკურსის, „Miss Planet 2015“ მსოფლიო ფინალი ჩატარდება, სადაც პლანეტის ულამაზესი გოგონები მოიყრიან თავს. 35 ქვეყნის გამარჯვებული კონკუსტანტი, დელეგაციის თანხლებით, 6 -დან 13 სექტემბრის ჩათვლით ესტუმრება საქართველოს. Miss Planet 2015 მსოფლიო ფინალი გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 12 სექტემბერს, 20 საათზე. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან საქველმოქმედო საღამოებში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ივენთებში, დეფილეებში, ფოტოსესიებში, პრესტიჟულ წვეულებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში. ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან: ელჩებთან, დიპლომატებთან, ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელს კონკურსზე, „მის პლანეტა 2015“ -ის ტიტულის მოსაპოვებლად საქართველოდან თიკო ბაბლუანი წარდგება ჟიურის წინაშე, რომელიც სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელია. ის 19 წლისაა და თეთრიწყაროს რაიონიდან არის. კონკურსზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და შეძენა ყველასათვის კარგად ნაცნობ საიტზე - Biletebi.ge-ზე არის შესაძლებელი. ასე რომ, სექტემბრის დასაწყისში, ქართულ საზოგადოებას მსოფლიოს 35 ქვეყნის ლამაზმანის ხილვა ერთ სცენაზე შეეძლება. თიკო ბაბლუანი 135 6-ს მოსწონს
|