არქეოლოგი გოდერძი ნარიმანაშვილი სოციალურ ქსელში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარში არსებული ეკლესიის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ასახულია თუ როგორი თვითნებური მეთოდებით ხდება ეკლესიის ”რესტავრაცია” და ძველი ეკლესიის კედლებს ჩვეულებრივი ბლოკებით აშენებენ.
”დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. იფნარში ეკლესიის „რესტავრაციის“ გამაოგნებელ ფაქტს გადავაწყდი. ... დასავლეთი კედელი ირღვევა და ხეებით აქვთ გამაგრებული. სამხრეთი კედლის თავზე ბლოკით აშენებენ რაღაცას (კედელი მეტრზე მეტად ასცდა კონქს)." - წერს ნარიმანაშვილი.
როგორც არქეოლოგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მან ამ ფაქტის შესახებ უკვე შეატყობინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.