მუსიკა Iron Maiden-ის სოლისტი თვითონ მიუჯდება Boeing 747-400-ის შტურვალს მსოფლიო ტურნეს დროს 2015, 26 აგვისტო, 12:48 ჯგუფ Iron Maiden -ის სოლისტი ბრიუს დიკინსონი თვითონ მიუჯდება თვითმფრინავის შტურვალს მომავალ წელს დაგეგმილი გრადიოზული მსოფლიო ტურნეს დროს.
ლეგენდარულმა როკ-ვოკალისტმა უკვე რამდენიმე წელია შეისწავლა თვითმფრინავის მართვა, თუმცა იმისთანა გიგანტის მართვისთვის, როგორც Boeing 747-400-ია, მას დამატებითი კურსების გავლა მოუწევს.ჯგუფს პირველად მოუწევს ამისთანა დიდი თვითმფრინავით მოგზაურობა.
THE BOOK OF SOULS-ის მსოფლიო ტური 2016 წელს დაიწყება და მოიცავს 35 ქვეყანას ყველა კონტინენტზე.12 ტონა აპარატურასთან ერთად ლეგენდარულ როკ-ჯგუფს 55 000 მილის დაფარვა მოუწევთ დედამიწის გარშემო. ტურის დეტალები კიდევ ზუსტდება, თუმცა ცნობილია, რომ ტურნე თებერვლის ბოლო რიცხვებში აშშ-დან დაიწყება, მექსიკაში გაგრძელდება და პირველად ჯგუფის არსებობის ისტორიაში კონცერტს გამართავენ სალვადორში.შემდეგ სამხრეთ ამერიკა, ისევ აშშ და კანადა, აპრილის თვეში იაპონია, და აგრეთვე ჯგუფი პირველად ეწვევა ჩინეთს. შემდეგ ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა, ბოლოს კი ევროპაში ტური მაისის ბოლოს დაიწყება და აგვისტომდე გაგრძელდება. ბრიტანული ჰევი-მეტალ ჯგუფის რიგით მე-16 ალბომი "The Book of Souls" მაღაზიებში ამა წლის 4 სექტემბერს გამოჩნდება.ორმაგ ალბომში 11 კომპოზიციაა, რომლის ხანგრძლივობაც 92 წუთი და 11 წამია.ეს გახლავთ Iron Maiden-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ალბომი. კომპოზიაცია მათი ახალი ალბომიდან-Speed Of Light(Official Video) 60 10-ს მოსწონს
|