სხვა ქალის სილამაზის კრიტერიუმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 2015, 25 აგვისტო, 7:27 სილამაზის სტანდარტები ყველას საკუთარი აქვს. და აქ საუბარია არა მხოლოდ პირად გემოვნებაზე, არამედ იმაზეც, თუ რამდენად განსხვავებულია ქალის სილამაზის კრიტერიუმები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, ექსპერიმენტატორების ბრიტანულმა ჯგუფმა, შემდეგი სახის ექსპერიმენტი ჩაატარა: მათ საკმაოდ ფერ-ხორციანი მოდელის სურათი 17 ქვეყნის დიზაინერებს გადაუგზავნეს და შესთავაზეს, სურათი ფოტოშოპის მეშვეობით დაემუშავებინათ და ისეთი გარეგნობის ქალი შეექმნათ, რომელიც ადგილობრივებისთვის მისაღებ სილამაზის სტანდარტებს შეესაბამებოდა. ამ ექსპერიმენტის შედეგი ქვემოთ არის მოცემული. ტექნიკურ ხარვეზებს თუ არ მივაქცევთ ყურადღებას, რომელიც ფოტოშოპში მუშაობის დროს არის დაშვებული, საერთო ჯამში, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორ წარმოუდგენიათ ლამაზი მოდელი-გოგონა მსოფლიოს 17 სხვადასხვა ქვეყანაში. 523 5-ს მოსწონს
|