x
image
natia.a
"ბინდის" მიხედვით გადაღებული სერიალი, რომელმაც ბევრი აღაშფოთა

image

"თუ მარადიული სიცოცხლე შეგიძლია, რისთვის ცოცხლობ?" - «When you can live forever what do you live for?»


"ბინდი" (Twilight) - სტეფანი მეიერის რომანი-ფანტასტიკა ბევრისთვის საყვარელ ნაწარმოებად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2008 წელს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული, 5 ნაწილიანი ფილმი გამოვიდა ეკრანზე. ერთმანეთზე შეყვარეული კოლეჯის მოსწავლე, კეთილი გოგონა ბელა სვონი (კრისტენ სტიუარტი) და სიმპატიური ვამპირი, ედვარდ კალენი (რობერტ პატინსონი) თინეიჯერების საყვარელ პერსონაჟებად იქცნენ.


თუმცა, როგორც ჩანს, ვამპირსა და ადამიანს შორის შეუძლებელი, მაგრამ ძლიერი სიყვარულის ამ ისტორიამ არა მხოლოდ კეტრინ ჰარდვიკს გაუჩინა ფილმის გადაღების სურვილი. შეიძლება ბევრისთვის უცნაურიც იყოს, მაგრამ ამ ნაწარმოების საფუძველზე სერიალიც სეიქმნა, ოღონდ არა ჰოლივუდში, არამედ...ბოლივუდში. რეჟისორ ეკტა კაპურის მიერ გადაღებული სერიალი სახელწოდებით Pyaar Kii Ye Ek Kahaani ("სიყვარულის ისტორია") ერთი მხრივ ინდური სერიალების ჩვეულ რომანტიკასა და გულუბრყვილობას არ ღალატობს, მეორე მხრივ კი ამ სერიალებისთვის უჩვეულო ვამპირული სიყვარულის ხაზს გვთავაზობს. Abhay-სა (ადვარდი) და Pia-ს (ბელა) სიყვარულის ამბავი 300-ზე მეტი სერია გრძელდება და საპნის ოპერების მოყვარულებს ნამდვილ საჩუქარს უმზადებს. სერიალი გამოსვლისთანავე ჰიტი გახდა კრიტიკოსების დადებითი შეფასება მიიღო.


image

თუმცა მეიერის ნაწარმოებისა და ჰარდვიკის ფილმის ბევრი თაყვანისმცემელი ამ რომანის ინდურ სერიალად გადაღებას "ბინდის" აბუჩად აგდებად და აღმაშფოთებლადაც მიიჩნევს.


"Twilight" - ოფიციალური პრომო:




ესეც ინდური სერიალის პრომო:




4
175
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
175
  
2015, 24 აგვისტო, 13:38
საერთოდ ვერ ვიტან ფილმრბს ვამპირებზე და ზომბებზე.არც ფილმი არც სერიალი
2015, 24 აგვისტო, 11:51
აბაა, რა არ ხდება :))
2015, 24 აგვისტო, 11:51
esec gavaziare
2015, 24 აგვისტო, 11:50
twilight in india....:D:D:D
0 1 4