სხვა გაიცანით "McDonald's-ის ქალღმერთი 2015, 22 აგვისტო, 17:25
ტაივანურ McDonald’s-ში რიგები არ წყდება მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ნახონ McDonald’s-ის ქალღმერთი ვეი ხან სიუ.გოგონას Instagram -ის გვერდს უკვე 40 000 ხელისმომწერი ჰყავს.
McDonald’s-ის ისტორიაში ყველაზე ლამაზი გამყიდველი, ასე უწოდებენ ტაივანელ გოგონას. აზიელი (და არა მარტო) ბლოგერების აზრით ამ ტიტულს სრულიად სამართლიანად იმსახურებს ვეი ხან სიუ.საყვარელმა, თოჯინას მსგავსმა გოგონამ ათასობით ადამიანის გული დაიპყრო. გოგონას პოპულარული გახდა მას შემდეგ, როდესაც მისი ფოტო გამოქვეყნდა აზიაში პოპულარულ ბლოგზე-Rain Dog და მას უმშვენიერესი "ლოლიტა" უწოდეს.(ვლადიმერ ნაბოკოვის ნიმფური გოგონა ამავე სახელწოდების რომანიდან). მალევე მომხმარებლებმა მეორე სახელიც, - "McDonalds-ის ქალღმერთი" უწოდეს.თვითონ გოგონას დიდი ხანია ეძახიან შინაურები მეტსახელს ვეი-ვეის.იგი თავს მიაკუთვნებს "ოლჯანებს"(სუბკულტურა სამხრეთ კორეაში-სტილისიტური მოძრაობა, რომლის მიმდევრებსაც თოჯინას გარეგნობა აქვთ, -თეთრი ქათქათა კანი და დიდრონი თვალები(ხშირად ოპერაციით ან ლინზებით კორექტირებული)). გოგონას პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ იგი უკვე რამდენიმე სატელევიზიო თოქ–შოუს სტუმარი იყო, აგრეთვე რეკლამა გაუკეთა კოსმეტიკურ საშუალებებს. სულ ცოტა ხნის წინ McDonald’s-ის მესვეურებმა მოაწყვეს აქცია, სადაც გოგონები ვარდისფერ შინამოსამსახურის ფორმებში გამოეწყვნენ და ისე ემსახურებოდნენ კლიენტებს.რა თქმა უნდა უპირველესი ვარსკვლავი ვეი ხან სიუ გახლდათ(ვიდეო) 375 7-ს მოსწონს
|