x
image
natia.a
„მაინც დავდგამ "ვეფხისტყაოსანს“
imageმაესტრო რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში, შოთა რუსთაველის წინასწარმეტყველებაზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო „ქაჯეთის ციხეშია“ დამწყვდეული.




„რ უ ს თ ა ვ ე ლ ი
რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს
თ ე ა ტ რ შ ი


პოლონეთში, რუსთაველის თეატრის გასტროლების დროს, რეპეტიციის შემდეგ თეატრის პატარა კაფეში ვიჯეგით. მსაობებმა ხუმრობით მკითხეს: ბატონო რობერტ, რატომ არის, რომ თქვენ პოსტებში, - სულერთია რაზე წერთ - სიყვარულზე ბუნებაზე, ხელოვნებაზე თუ რაღაც არაკს გვიამბობთ, ბოლოს მაინც სააკას მიადგებით ან ნაცისტებსო?


ვიცინეთ.



მერე დავფიქრდი, რა მჭირს, რა ჭია მღრღნის ასეთი, რატომ არ ვისვენებ?! გამოგიტყდებით, რუსთაველის წინასწარმეტყველება იმაშიც სჩანს, რომ გენიალური პოეტი მიხვდა, რომ საქართველოში ოდიდანვე დაუნდობელი ბრძოლა სუფევს ქაჯებსა და ადამიანთა შორის, სიკეთისა და ბოროტების შორის. ხშირად ქაჯები იმარჯვებენ, მაგრამ ბოლოს "ბოროტსა სძლია კეთილმან..." თუმცა ქაჯების არსებაც გრძელია. ისინი ცდილობენ ხელში ჩაიგდნონ ქართული სული, გახრწნან სილამაზე, დაამცირონ, გაანადგურონ ყველაფერი, რაც ქართველებს დღემდე სასოებით შემოუნახავთ. და ვის ეყრდნობა ქაჯეთის მბრძანებელი? გამყიდველს, ახლობელს, მოღალატე დავარას, მამიდას(!) - და აი საქართველო ქაჯეთის ციხეშია დამწყვდეული, როგორც არაერთხელ ჩვენს ისტორიაში.


მეოცე საუკუნეში, დიდმა ქართველმა ქაჯებმა ამოძირკვეს ყლორტი, რომელიც ალბათ ბედნიერებას მოუტანდა ბედკრულ ქვეყანას და თავისი დარგეს! სწორედ იმ ბოროტი თესლიდან აღმოცენდა დღევანდელი ბოროტება. სწორედ ასეთ ბოროტ ქაჯებს ებრძვის სევდიანი სახის რაინდი, ებრძვის ქარის წისქვილებს...ჩვენც ასე ვართ, მაგრამ წისქვილებში აღარავინ არის, ბოროტების მეწისქვილემ ოქრო-ვერცხლი გაიტაცა და თავის ამქრებთან ერთად, უცხო ქვეყნიდან გვიტევს (თუმცა აქაც ბევრი "დავარები" დატოვა) აბა რა, დაბრუნება სურს.


მთელი ცხოვრება, შეძლებისდაგვარად ვებრძვი ამ ძალას, ვერაფერი გამაჩერებს. როგორ ვაჯობოთ ამ ძალას? "ვეფხისტყაოსანში" დიდი მგოსანი ერთ გამოსავალს გვთავაზობს. ამიტომაც მინდა დავიწყო მუშაობა ამ წარმოდგენაზე. ვნებითდამძიმებულმა ნაცისტმა კაპოებმა წამომძახეს - კმარა, დაბერდი, "კლიმაქსიანოო", shut up-ო (ეტყობა პოლიглотები არიან, იციან ჯოისი), გამლანძღავენ თუ არ გამლანძღავენ, დამაფინანსებს სამინისტრო თუ არ დამაფინანსებს მაინც დავდგამ "ვეფხისტყაოსანს". თუ ჯანმრთელობა და პოლიტიკური სიტუაცია არ დამიშლის“, - წერს სტურუა.


0
174
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0