ბოლო დროს წითელ ხალიჩაზე გამოჩენილი, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ცნობილი ქალბატონების ჩაცმულობაში ერთი უცნაური ტენდენცია შეიმჩნევა: ისინი უბრალოდ უარს ამბობენ ქვედა საცვალზე, და ირჩევენ სამოსს, რომელიც სხეულის ამ ინტიმური ნაწილის სიშიშვლეს წარმოაჩენს. ქვემოთ გთავაზობთ თვალი გადავავლოთ ამ ტენდენციის ყველაზე სარისკო მაგალითებს.
1. გვინეტ პელტროუ
სხვების მსგავსად, გვინეტ პელტროუც უკვე არ ერიდება პუბლიკის წინაშე ქვედა საცვლის გარეშე გამოსვლას. 2013 წელს, ლოს-ანჯელესში, "რკინის კაცი-3"-ის პრემიერაზე იგი მშვენიერი, გვერდებზე გამჭვირვალე კაბით წარსდგა, რომლის შიგნით, ადვილი შესამჩნევი იყო მსახიობის შიშველი, თუმცა უზადო სხეული.
2. კეტი პერი
ARIA Awards 2014-ის ცერემონიალზე კეტი პერი ნაკლებად ცნობილი ავსტრალიელი ბრენდის გამომწვევი კაბით წარსდგა, რომელმაც მაშინვე დაიმსახურა მოდის კრიტიკოსებისგან უარყოფითი შეფასება, პუბლიკა კი უბრალოდ აღაშფოთა კაბის ქვეშ მსახიობის თვალშისაცემმა შიშველმა სხეულმა.
3. პერის ჰილტონი
2014 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე პერის ჰილტონი შავი კაბით წარსდგა, რომელშიც თითქმის მთლიანად იკვეთებოდა შიშველი სხეული. სამოსს ამჯერად აღშფოთება არ გამოუწვევია, უფრო მეტიც, ბევრმა აღნიშნა, რომ პერისს მშვენიერი ფიგურა აქვს.
4. ბიონსე
2014 წლის აგვისტო განსაკუთრებით ცხელი გამოდგა. ალბათ ამიტომაც თქვა უარი ქვედა საცვალზე MTVVMA 2014-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მისულმა ბიონსემ და გამჭვირვალე გიპიურის კაბა ჩაიცვა.
5. მაილი საირუსი
მაილი საირუსისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი და არავის გაკვირვებია ქვედა საცვლის გარეშე მისი გამოჩენა. ჟან-პოლ გოტიეს შავი კომპლექტი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ღიაა, მაინც ელეგანტურად გამოიყურება.
6. მირანდა კერი
ორლანდო ბლუმთან განქორწინების შემდეგ მირანდა კერის გარდერობში ერთბაშად გაჩნდა ისეთი გამომწვევი სამოსი, როგორიც, მაგალითად ფოტოზე მოცემული შავი კაბაა.
7. კენდალ ჯენერი
ახალგაზრდა მოდელმა და კიმ კარდაშიანის ნახევარდამ, კენდალ ჯენერმა სულ მცირე დროში დიდ წარმატებას მიაღწია. როგორც ჩანს, ყურადღების მისაქცევად გოგონა წითელ ხალიჩაზე საცვლის გარეშე გავლასაც არ ერიდება.
8. რიტა ორა
რიტა ორასთვის დამახასიათებელია ეპატაჟური საქციელი და გასაკვირი არ არის, რომ MTV Video Music Awards 2014-ზე იგი ამგვარი წითელი ატლასის გამომწვევი კაბით წარსდგა.
9. ალესანდრა ამბროსიო
იდეალური ფიგურით თავის მოწონება ალესანდრა ამბროსიომაც გადაწყვიტა და Victoria’s Secret в-ის 2014 წლის პრეზენტაციაზე ალისფერი გამჭვირვალე ქსოვილისა და ბარხატის "შიშველი" კაბით წარსდგა.
10. ჯენიფერ ლოპესი
საჯაროდ გაშიშვლებისადმი მიდრეკილებას ჯენიფერ ლოპესი არა მხოლოდ სცენაზე, არამედ წითელ ხალიჩაზეც აჩენს. იგი უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი "შიშველი" კაბებით. თუმცა მის სხვა სამოსებთან შედარებით ეს თეთრი კაბა, რომლითაც მსახიობი ლას-ვეგასში გამართულ "პარკერის" პრემიერაზე წარსდგა, ნამდვილად მოკრძალებული ჩანს...თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქვედა საცვალი ნამდვილად არ არის ადგილზე.