უეფას გადაწყვეტილებით ევრო 2012-ის საპრიზო ფონდი 8 მილიონი ევროთი
გაიზარდა. კონტინენტის პირველობის მონაწილე 16 გუნდი ერთმანეთში 188
მილიონი ევროს ნაცვლად 196 მილიონ ევროს გადაინაწილებენ.
ევროპის ჩემპიონატზე გასული თითოეული გუნდი 8 მილიონს მიიღებს, გამარჯვებული კი მაქსიმუმ 23.5 მილიონი ევროთი გამდიდრდება.
ტურნირზე თითოეულ მოგებულ თამაშში გუნდი საპრიზოს სახით მილიონ ევროს
მიიღებს, ფრედ დასრულებული შეხვედრა კი ნახევარ მილიონად ფასობს. თუ აქამდე
ჯგუფში მეოთხე და მესამე ადგილზე გასული გუნდები საპრიზო თანხის გარეშე
რჩებოდნენ ახლა ვითარება შეიცვალა და ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული
გუნდები მილიონ ევროს მიიღებენ. მეოთხედფინალისტი პრემიის სახით ორ მილიონს
მიიღებს, ნახევარფინალი 3 მილიონად ფასობს, ფინალში დამარცხებული 4.5
მილიონით დაჯილდოვდება, გამარჯვებული კი 7.5 მილიონით. ზემოთ ხსენებული
23.5 მილიონი სწორედ ჯამური საპრიზო თანხაა.