ფეხბურთი საინტერესო ინფორმაცია რონალდუს ცხოვრებაზე 2013, 28 თებერვალი, 23:44 მეც იმ ადამიანთა სიას ვეკუთვნი ვისაც მაგრად არ მოსწონს ეს ადამიანი, მაგრამ რომ მოვიპოვე მასზე ინფორმაცია, წარმოდგენა შემეცვალა. თქვენც გაგაცნობთ ამ ინფორმაციას და თვითონ განსაჯეთ. არ სვამს ალკოჰოლს, რადგან ეს მამამისის დაავადებას ახსენებს რომელმაც შეიწირა იგი - არ აქვს სხეულზე ტატუ რადგან შეძლოს წელიწადში ორჯერ სისხლის ჩაბარება - დონორობა - იგი არის ღარიბი ოჯახიდან, 20 წლის ასაკში მამა მოუკვდა - ევროპის ჩემპიონატის ფინალი 19 ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი 21 წლის ასაკში ითამაშა - ეწევა დიდ ქველმოქმედებას პალესტინური სკოლების დასახმარებლად, 3 მილიონი ევრო გადაუხადა აფრიკულ ფორუმს იმისთვის რომ შეემცირებინათ იქ იმ ბავშვების რიცხვი რომლებიც შიმშილისგან იტანჯებიან და მიუხედავად ამისა მას ეგოისტს და ამპარტავანს ეძახიან - ფეხბურთელი რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტად სძულთ და აკრიტიკებენ - უბრალოდ იმიტომ, რომ არასდროს დანებებულა მანამ სანამ მამამისის ოცნება არ აასრულა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ გახდა 2008 წელს. 209 8-ს მოსწონს
|