სხვა ყველაზე ხალებიანი გოგონა მსოფლიოში 2015, 21 აგვისტო, 8:37 ამერიკელი სიერა სოურინგერი(Ciera Swaringen)დაიბადა თითქმის მთელ სხეულზე დაფარული ხალებით.გიგანტური კეთილთვისებიანი ხალები ანუ მელანოციტარული ნევუსი გოგონას სხეულის 70%-ს ფარავს.
ასაკის მატებასთან ერთად ლაქებმა შესაძლებელია ზომაში მოიმატოს, მართალია მსგავსი დაავადება არაა სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა ძნელი მისახვედრია არაა თუ როგორი დაცინვის ობიექტი იყო ბავშვობიდანვე სარა. იგი ბევრ დამცირებას და დაცინვას იტანდა თანატოლი ბავშვებისგან.
მშობლები ყოველთვის ეხმარებოდნენ გოგონას გამკლავებოდა მორალურ წნეხს.მაგალითად, როდესაც სკოლაში წაიყვანეს დედა ეუბნებოდა რომ მისი დაბადებიდან მოყოლილი ხალები ანგელოზის კოცნის შედეგია, ხოლო მამა ყოველთვის იცავდა შვილს თუ ვინმე მას დასცინოდა ან აბრაზებდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები გამუდმებით იცავდნენ, გოგონას მაინც ბევრი შეურაცხყოფის და დამცირების ატანა მოუხდა.ერთ-ერთმა თანასკოლელმა ბიჭმა სასკოლო ავტობუსში მას "ხალებიანი ძაღლი უწოდა". სიერას ბავშვობიდანვე გამოუმუშავდა ძლიერი ხასიათი, არ დანებდა მუდმივ დამცირებას და დაცინვას.მას სულაც არ რცხვენია თავის სხეულის.სიერამ ამის დასამტკიცებლად საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გოგონა აცხადებს, რომ ამაყობს, რომ ის ისეთია არაა, როგორც სხვები, პიროვნებად ჩამოყალიბებას ხომ ინდივიდუალურობა განსაზღვრავს. ამჟამად სიერამ სკოლა დაამთავრა და ფეხსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა კონსულტანტად.იგი თავს ბედნიერად გრძნობს და მადლიერია მშობლების, იმისთვის, რომ მათ ასწავლეს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სირთულეებს. სიერა სოურინგერი მაგალითია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საზოგადოებაში უმცირესობად თვლიან თავს და უნდა შესძინოს მათ ძალა და თვითდაჯერებულობა. 177 7-ს მოსწონს
|