სხვა ვიმოგზაუროთ ერთად მსოფლიოს გარშემო 2015, 20 აგვისტო, 17:01 ხანდახან როცა ინტერნეტში ვნახულობთ ულამაზეს ხედებს, პეიზაჟებს მათი სილამაზე იმდენად გვაოცებს რომ დაჯერებაც კი ძნელია, ნუთუ ეს ადგილი მართლა არსებობს სამყაროში, მოვიძიე ფოტოები და ვიმოგზაუროთ ერთად მსოფლიოს გარშემო
ტალღა, არიზონა-აშშ. ტალღა- ეს არის ქვიშაქვის კლდეები, არიზონას და იუტას შტატებს შორის, ტურისტების საყვარელი ადგილია. სოლონჩაკ უიუნი, ბოლივია დამშრალ მარილის ტბა სამხრეთ ალტიპლანოს უდაბნოში ვაკეზე. შიდა ნაწილში დაფარული ფენის მარილის სისქე 2-8 მეტრია. წვიმის დროს იგი იფარება წყლით და მისი ზედაპირი ხდება სარკისებური და პრიალა . გაიდერ ფლაი, ნევადა, აშშ. ფლაი - არის ხელოვნური გაიზერი რომელიც მდებარეობს ჩრდილო ნევადაზე. იგი შეიქმნა ადამიანების ჩარევით 1964 წელს. ხიტაჩი სისაიდის პარკი, იაპონია ეს პარკი მდებარეობს აღმოსავლეთ იაპონიაში და გამოირჩევა თავის განსაკუთრებული სილამაზით წელიწადის ყველა დროს. გაზაფხულის ბოლოს ამ პარკში ყვავის მილიონობით კესანია. წითელი სანაპირო, ჩინეთი ეს სანაპირო გათქმულია თავისი წითელი ფერით, რადგან აქ ყვავის წყლის მცენარეები რომლებიც აპრილ მაისში მწვანე ფერისაა და მხოლოდ სექტემბერში ჭკნობის დროს ხდება ხასხასა წითელი. ტბა გლეიშარის ნაციონალურ პარკში, აშშ ღვთაებრივი სილამაზის ტბა თავისი კლდოვანი მთებით მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. გიგანტების გზა, სამხრეთ ირლანდია გიგანტების გზა - ეს არის 40000 ბაზალტის სვეტი რომლებიც წარმოიქმნა ვლუკანის ამოფრქვევის შემდეგ. სვეტების ბოლო ზღვის ფსკერზეა, ყველაზე გრძელი სვეტი 12 მეტრია. ცისარტყელის გორა, ჩინეთი. 100 მილიონი წლის წინ აქ იყო უზარმაზარი ბასეინი, რომელიც დროთა განმავლობაში დაშრა მაღალი ტემპერატურის გამო. ნალექი რომელიც დარჩა ბასეინის ფსკერზე ჰაერთან კავშირით გარდაიქმნა ულამაზეს ფერებში. მალდივები მალდივის რესპუბლიკაში 1000 ზე მეტი კუნძულია რომელსაც შეიძლება საოცრება ვუწოდოთ. ბადაბ-ე-სუტ, ირანი ბადაბ-ე-სუტი ბუნების სასწაულია, რომელიც განთავსებულია ირანის სამხრეთით. ეს ადგილი შედგება ათასობით ტერასების საფეხურებისგან. მისი ფერი კი განპირობებულია რკინის შემცველი ოქსინებისგან. გიგანტური ბუდდა, ჩინეთი სიმაღლე 71 მ, თავის სიგრძე 15 მეტრია, მხრის სირძე თითქმის 30 მეტრია, ხელის თითი 8 მეტრია, ფეხის თითის კი 1.6 მ. ცხვირის სიგრძე 5.5 მ. ნატრონის ტბა, ტანზანია ნატრონი- მარილიანი და შუშხუნა ტბაა რომელიც განლაგებულიასამხრეთ ტანზანიაში. მიკროოგანიზმები რომლებიც ამ ტბაში ბინადრობენ განაპირობებენ წითელ ფერს რომელიც ამ ტაბს დაფკრავს. ანტილოპას კანიონი, არიზონა, აშშ. კანიონი რომელიც გამოირჩევა თავისი წითელი-სტაფილოსფერი ფერის კედლებით. სწორედ ფერის გამო ეწოდა მას ანტილოპას კანიონი ბრინჯის პლანტაციები, ინდონეზია უმშვენიერესი ბრინჯის პლანტაციები რომელიც მდებარეობს ინდონეზიაში გამოირჩევა თავისი სილამაზით. კაბადოკია, თურქეთი უმშვენიერესი ლადშაფტი გადაიშლება თქვენს წინაშე თუ თქვენ ერთხელ მაინც იმოგზაურებთა კაბადოკიაში . დარვაზა, თურქმენეთი მეორენაირად ტურისტები ამ ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" ეძახიან. მისი დიამეტრი 60 მეტრია ხოლო სიღრმე დაახლოებით 20 მ. 1971 წლიდან ბუნებრივი გაზი დღე და ღამე გიზგიზებს. ოდლეს მთები, იტალია უმშვენიერესი ხედი გადაგეშლებათ იტალიის სამხრეთით თუ იმოგზაურებთ ოდლეს მთებში, შესანიშნავი ჰაერი და უმშვენიერესი პეიზაჟი. ყინულების გამოქვაბული, მექსიკა უზარმაზარი ყინულებით სავსე გამოქვაბული, რომელშიც ყინულები არ დნება, მიუხედავად იმისა რომ შიგნით ძალიან არ ყინავს, აქ გაჩერება 20 წუთზე დიდხანს ფაქტობრივად შეუძლებელია. 277 5-ს მოსწონს
|