სხვა 5 რადიაციის წყარო,რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს 2015, 20 აგვისტო, 14:13 სიტყვა “რადიაცია’’ დიდი ხანია რაც ადამიანის გონებაში არის ჩარჩენილი, რომელიც ასოცირდება საშინელებასთან, ქაოსთან და ნგრევასთან-უხილავი, რომელსაც არ აქვს სუნი და გემო, შესაბამისად სახიფათოა. რადიაცია, რომელსაც დიდი ძალა გააჩნია, რომელსაც უმძიმესი შედეგების მოტანა შეუძლია, მაგალითად:ატომური ბომბის აფეთქების ზონა ძალზე სახიფათო და სასიკვდილოა ადამიანისათვის. ალბათ ყველას გახსოვთ 1945 წლის საშინელი ტრაგედია ხიროსიმასა და ნაგასაკში 1945 წელი. თუ თქვენ ფიქრობთ წარსულზე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რადიაციის გავლენას ყოველდღიურად განვიცდით მცირე დოზით მაინც. Anews Gizmodo-მა შემოგვთავაზე 5 რადიაციის წყარო, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. 1)აეროპორტში სკანერები-უკანასკნელი წლებია, რაც აეროპორტებში შემოიტანეს ახალი შესამოწმებელი დანადგარი სკანერი, რომელიც ადამიანს “გამოსახავს ‘’სრულ ეკრანზე, სწორედ რომ ეს პროცედურა ხდება რადიაციის სხივების გამოყენებით. ![]() 2)რენდგენის სხივები-კიდევ ერთი წყარო ე.წ “საყოფაცხოვრებო რადიაცია’’-რენდგენული გამოკვლევა, რომელიც ერჯერადი დასხივება გამოჰყოფს 1-დან 5 MSV-ს რადიაციულ დოზას. ![]() 3)თამბაქო-2008 წელს მსოფლიო ალაპარაკდა იმის შესახებ, რომ თამბაქო შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას -პოლონიუმ 210-ს. ![]() 4)ბანანი და სხვა საკვები-ბუნებრივი საკვები შეიცავენ რადიოაქტიურ იზოტოპებს, ესენია კარტოფილი, ლობიო, მზესუმზირა, თხილი და ბანანი ![]() . 5)საჰაერო მოგზაურობა და კოსმოსური სხივები-თუ გადაწყვიტეთ მოგზაურობა თვითმფრინავით გაითვალისწინეთ, რომ ფრენამ არ უნდა გადააჭარბოს ერთი თვის განმავლობაში 72 საათს. ![]() 556 2-ს მოსწონს
|