სხვა 10 ქვეყანა,რომელიც გამოირჩევა საშუალოზე დაბალი IQ მაჩვენებლით 2015, 20 აგვისტო, 1:11 2002 წელს გამოვიდა რიჩარდ ლინისა და ტატუ ვანჰანენის წიგნი “სიმდიდრისა და დაზვერვის ფაქტორი’’, სადაც ძირითადი თემა დაეთმო ქვეყნებში IQ-ს მაჩვენებლებს, მოდით ერთად ვნახოთ 2015 წლის მიხედვით ის ათი ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა საშუალოზე დაბალი IQ მაჩვენებლით.(ნაწილი I) 10)რესპუბლიკა კონგო(IQ-65)-ცენტრალური აფრიკის ქვეყანა, სადაც სავალდებულოა საშუალო განათლება, ასევე სურვილის მიხედვით სწავლა უნივერსიტეტში, ამის მიუხედავათ ქვეყანა გამოირჩევა ყველაზე დაბალი მთლიანი შიდა პროდუქტით(მშპ), რომელიც მხოლოდ 14 $მილიონია.უნდა ვივარაუდოთ, რომ თანხა არ არის საკმარისი განათლების სფეროს დასაფინანსებლად, ამას ემატება არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. 9)კამერუნი(IQ-64)-კიდევ ერთი ცენტრალური აფრიკის ქვეყანა, ყოფილი გერმანიის კოლონია, სადაც უმთავრესს პრობლემად განათლების სისტემა სახელდება, ამას ემატება ენის სპეციაალისტთა ნაკლებობაც, აქ მოსახლეობის 40%-მა წერა-კითხვა არ იცის. 8)ცენტრალურიაფრიკის რესპუბლიკა(IQ-64)-მდებარეობს აფრიკის გულში, სადაც არის კორუფცია, მაღალი მაჩვენებელი წერა-კითხვის უცოდინრობის და მაღალი მაჩვენებელი შიდსით დაავადებულის.ადამიანური განვითარების მიხედვით რესპუბლიკა 180 ადგილზეა. 7)დემოკრატიული რესპუბლიკა კონგო( IQ-64) -აფრიკული არასტაბილური ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 77 მილიონს შეადგენს (მსოფლიოში 11), ქვეყნის მშპ 30, 8 $მილიარდს შეადგენს.კონგოს ომის შედეგად განადგურდა ინფრატრუქტურა დაიღუპა მილიონობით ადამიანი.მოსწავლე სკოლაში წასვლის ნაცვლად ომისთვის ემზადება. 6)ეთიოპია( IQ-64)-აქ 1980 წელს შიმშილობის სენმა მთელი მსოფლიო შეძრა, დაახლოებით მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.ქვეყანამ არსებობა გააგრძელა საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარების მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ყურადღება არ ეთმობა საგანმანათლებლო სისტემას ეთიოპია მაინც ცდილობს ეს სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს. 195 4-ს მოსწონს
|