x
image
Lerato
კარტი, ფული და სიკვდილი – სახალისო ისტორია

image



ექვსი პენსიაზე გასული ირლანდიელი პოკერს თამაშობდა ერთ-ერთი მეგობრის მონაგენის ბინაში დუნგარვენში. როდესაც შონ ო'ტულმა 700 ევრო წააგო, მოულოდნელად მკერდზე იტაცა ხელი, დავარდა პოკერის მაგიდაზე და გარდაიცვალა. დაცემული მეგობრის მიმართ პატივისცემა რომ გამოეხატათ, დანარჩენი ხუთი ფეხზე წამოდგა და ისე გააგრძელა თამაში. პარალელურად იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ ვინ შეატყობინებდა ამ თავსდატეხილ უბედურებას მისის ო'ტულს.

ბოლოს გადაწყვიტეს კენჭი ეყარათ და ეს არც თუ ისე ადვილი მისია კევინ კოქჰოუნს დაეკისრა. მეგობრებმა უთხრეს, კეთილგონივრულად და ფრთხილად შეეპარებინა შონის მეუღლისთვის ეს ამბავი, რომ ისედაც ცუდი სიტუაცია უფრო არ გაეუარესებინა.

"კეთილგონივრულად? ამას თქვენ მე მასწავლით?" ნაწყენი გამომეტყველებით უპასუხა კევინმა, " ჩემი მეორე სახელი ხომ "კეთილგონიერებაა." ყველაფერი მე მომანდეთ და ნუ იღელვებთ!" ამ სიტყვების დასრულებისთანავე გაემართა გარდაცვლილი მეგობრის სახლისკენ და კარზე დააკაკუნა. ბრენდა ო'ტულმა გააღო და ჰკითხა, თუ რამ მიიყვანა. კევინმა მორიდებით უპასუხა: "იცით, ბრენდა, თქვენმა ქმარმა ეს-ესაა 700 ევრო წააგო და სახლში დაბრუნების ეშინია." ამის გამგონე მისის ო'ტულმა ბოლო ხმაზე ისტერიულად იკივლა: "ჰოდა, გადაეცი, რომ სადაც არის იქ ჩაძაღლდეს!" კეთილგონიერი მეგობარი არ დაიბნა და მაშინვე მიახალა: "მე კი გადავცემდი, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს სურვილი უკვე შეგისრულათ."


0
352
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0