x
image
Lerato
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი

image


ვერძებს ურჩევნიათ არ შეიმჩნიონ საკუთარი ასაკი. ისინი აწმყოთი ცხოვრობენ, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა ელით ხვალ. მათი სულის მხნეობა ხელს უწყობს ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას გვიან სიბერემდე. მაგალითისთვის, შესაძლოა 60 წლის ასაკში ვერძმა "ბაიკერის" ტყავის ქურთუკით არ იაროს, მაგრამ მოტოციკლეტებით გატაცებას თავს არ დაანებებს. ამასთან, ამას ისეთივე მისწრაფებითა და ენერგიით გააკეთებს, როგორც ადრე.


კურო


image


კუროებს უყვართ ჭამა ისე, როგორც საჭიროა; ზოგჯერ უფრო მეტადაც კი. ამ მიზეზით ასაკის მატებასთან ერთად წონასაც კრეფავენ. ჯიუტი კუროები დროთა განმავლობაში უფრო მოქნილები ხდებიან, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც. მათ კარგი ამტანობა აქვთ, ამიტომ მიუხედავად სხვადასხვა ავადმყოფობებისა ისინი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობენ.

ტყუპები

image


ტყუპები ახალგაზრდობაში მიზნებს ისახავენ და თანდათან წინ მიიწევენ, წლების მატების მიუხედავად სრულებით არ ფიქრობენ პროცესის შენელებას. იმის იმედი არ უნდა გქონდეთ, რომ სამსახურიდან ადრე მოვა. მოხუცებულ ასაკშიც კი ვერ ნახავთ მას დასასვენებლად ბუხრის წინ გაწოლილს. ტყუპების კარიერული წინსვლა საპენსიო ასაკამდე გრძელდება და თუ საშუალება იქნება, ამის შემდეგაც.

კირჩხიბი

image


კირჩხიბი შეიძლება ორ ტიპად დავყოთ : ისინი, ვინც ვერასოდეს გაიზრდებიან და ისინი, ვისაც მოხუცებულობაში დედა ტერეზასავით სხვებზე უყვართ ზრუნვა.

კირჩხიბებს, ისევე როგორც ლომებს, ძალიან უნდათ როდესაც ირგვლივმყოფები მათ ჭაღარას პატივს სცემდნენ. ისინი ბრწყინვალე "კლასიკური" ბებიები და ბაბუები არიან;

ისეთები, როგორიც ბავშვების უმეტესობას სურს რომ იხილოს.


ლომი

image


ლომები თავიანთი ბუნებით შემწყნარებლები არიან და წლების მატებასთან ერთად ეს კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება. მოხუცებულობაში ისინი წყნარები და თვინიერები არიან, ამასთან, ცოტა წონაშიც იმატებენ. მათ უფრო მეტად უნდებათ საყოველთაო პატივისცემა ირგვლივმყოფებისგან, ზოგჯერ თაყვანისცემაც კი. ასევე სურთ, რომ მნიშვნელოვან მისაბაძ მაგალითად ჩათვალონ. სწორედ ამ მიზეზთა გამო, ლომები ცდილობენ მიაღწიონ თავიანთ მთავარ ცხოვრებისეულ მიზნებს.


ქალწული

image


ბევრი ქალწული ასაკის მატებასთან ერთად ძალიან ნეგატიურად აღიქვამს გერემომცველ სამყაროს, განსაკუთრებით თუ ვინმე თავს უფლებას მისცემს და მათი გაკრიტიკებისას კონტროლს დაკარგავს. მათ უყვართ საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მუდმივად თავიანთი გონებრივი მოღვაწეობის სრულყოფის გზას ადგანან, ამიტომაც სიბერეს ისე ხვდებიან, როგორც თავაწეული ჯენტლმენები და ქალბატონები, მართალია ცოტა მკაცრები, მაგრამ ძალიან ჭკვიანები.


სასწორი

image


სასწორებს ყოველთვის აღელვებთ თავიანთი გარეგნობა, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეუშალონ ხელი სახეზე ნაოჭების გაჩენას და ზედმეტი კილოგრამების მომატებას. როგორც წესი, ამას ისინი იმდენად წარმატებით ახერხებენ, რომ 80 წლის ასაკშიც კი ირგვლივ ყველას არწმუნებენ, რომ თითქოს ჯერ 40 წელიც კი არ შესრულებიათ.


მორიელი

image


მორიელები სიბერეში წარმოსადეგები და მედიდურები ხდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ წლების მანძილზე საკმარისი სიბრძნე დააგროვეს, საკუთარ თავს ფოლოსოფოსებად მიიჩნევენ. ისე, ეს ჭეშმარიტებას წარმოადგენს იშვიათი გამონაკლისების გარდა. სამწუხაროდ მოხუცი მორიელები იმდენად ზედმეტად არიან ჩაციკლულები საკუთარ წარმოდგენებსა და მიზნებში, რომ შესაძლოა ეს აკვიატებაშიც გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

image


ისევე როგორც ვერძებს, მშვილდოსნებსაც არაფრით სურთ იფიქრონ სიბერეზე. ზოგჯერ იმდენად, რომ ირგვლივმყოფებს შეკითხვებით აწუხებენ საკუთარ ასაკთან დაკავშირებით, იმ იმედით რომ ერთი-ორ ქათინაურს მიიღებენ. მშვილდოსნები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც არ უყვართ საკუთარი თავის მოვლა, მაინც ახერხებენ და ინარჩუნებენ სექსუალურობასა და მიმზიდველობას გვიან სიბერემდე.

თხის რქა

image


თხის რქა – ნიშანი, რომელიც ასოცირდება დროსთან, უმთავრესად იმიტომ, რომ მას მართავს სატურნი – პლანეტა, რომელიც პასუხისმგებელია დროზე და მის მიმდინარეობაზე. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ თხის რქებისთვის დრო თითქოს უკუღმა ტრიალებს – ისინი დაბადებისას უკვე "პატარა მოხუცები" არიან – ბრძენები, სერიოზულები, პასუხისმგებლობით სავსენი. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მათ ხასიათში ბავშური თვისებები იჩენს თავს. ასე რომ, თხის რქები მოხუცებულობაში ისე იქცევიან, როგორც ნამდვილი ბავშვები

მერწყული

image


მერწყულებზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს სატურნი, ამიტომაც ისინი, თხის რქების მსგავსად, ბავშვობაში ძლიან სერიოზულები არიან. ასაკის მატებასთან ერთად ექსცენტრიულობაც ემატებათ და სულ უფრო და უფრო აღელვებთ რას ფიქრობს მათზე ხალხი. 80 წლის ასაკში შეუძლიათ თავს უფლება მისცენ და მოიქცნენ ისე, როგორც მოესურვებათ.

თევზები

image


თევზებს პანიკურად ეშინიათ სიბერის იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გაკეთებულა, არ შესრულებულა და საკმარისად არ უცხოვრიათ. ამ მიზეზთა გამო, თევზები ხშირად პოულობენ დროს საკუთარი ცხოვრების ეტაპების შესაჯამებლად. სინამდვილეში კი, რაც უფრო ნაკლებად ინერვიულებენ ისინი ამ საკითხებთან დაკავშირებით, უფრო ხანგრძლივად და ბედნიერად იცხოვრებენ. არაფერი ამოკლებს სიცოცხლეს ისე, როგორც მუდმივი დარდი და ფორიაქი.

7
13595
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
13595
  
2016, 29 იანვარი, 12:59
მეც ასევე, თუმცა, ერთი კატა უკვე მყავს :) )
2016, 29 იანვარი, 12:56
სიბერემდე ძალზე დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ ემთხვევა რაღაცეები უკვე. :)
2015, 19 აგვისტო, 17:19
კი... ძალიან გაგიმართლათ :) ისე, მე ვისაც ვიცნობ, ყველა ემთხვევა
2015, 19 აგვისტო, 16:54
სასწორზე ალბათ სიმართლეა როგორც ყოველთვის :)
2015, 19 აგვისტო, 13:01
მოტოციკლეტი არანაირად არ "მიტაცებს" და ასე იქნება ალბათ სიბერემდე, თუმცა ასაკი ნამდვილად არ მეტყობა და მართლა არ ვფიქრობ ხვალ რა მოხდება და მხნედ ვარ ყოველი დღის მოლოდინში :)))
2015, 18 აგვისტო, 22:33
იმედია
0 1 7