x
image
მანჩო 777
გისოსებს მიღმა: როგორ ცხოვრობენ პატიმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში
image

საქართველოს ციხეების შემყურეთ დიდი ხანია ჩამოგვიყალიბდა ის აზრი, რომ საპატიმრო - ესაა ადგილი, საიდანაც შეუძლებელია ნორმალურ ადამიანად დაუბრუნდე საზოგადებას. ეს შეხედულება დაკავშირებულია ციხეებში გამეფებულ წესებთან და პატიმრების ცხოვრების პირობებთან, იქ დამკვიდრებულ დაუწერელ კანონებსა და წამებისა და პატიმრების შეურაცხყოფის ფაქტებთან... და რა ხდება ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ციხეებში? - მოდით გავარკვიოთ, რა სიტუაციაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში.


image



1. თურქეთი


image

ეს დიარბაკირსკის ციხეა. ის ცნობილია იმით, რომ ზრდასრულ პატიმრებთან ერთად აქ ბავშვებიც არიან (თურქული კანონმდებლობა ითვალისწინებს ბავშვების სამუდამო პატიმრობას სერიოზული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში). ამ ციხის პატიმრები აბსოლუტურად უუფლებონი არიან. მათ ხშირად სცემენ, აყენებენ შეურაცხყოფას, ხშირია გაუპატიურების ფაქტებიც. სამედიცინო დახმარება აქ ფაქტიურად არაა. საოცრად მაღალია ამ ციხეში პატიმართა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელიც.


image


2. მადაგასკარი

image

ეს სოფლის ციხეა მადაგასკარზე. ის შედგება სამი ბარაკისაგან, რომელთაც საერთო ეზო აქვს. ყველა ბარაკში ერთად დაახლობით 400 პატიმრამდეა. თავისუფალ დროს ისინი ეზოში ატარებენ.


image


აი ასე გამოიყურება აქაური კამერები. პატიმრებს არა აქვთ საწოლები, მათ თხელ ხალიჩებზე სძინავთ. კვების პრობლემა აქ განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა. კანონმდებლობა პატიმრების გამოკვებას არ ითვალისწინებს, ამაზე მათი ნათესავები და ოჯახის წევრები ზრუნავენ. ასე რომ, თუ დამნაშავე მარტოხელაა, მას ციხეში შიმშილით სიკვდილი გარანტირებული აქვს.



3. აშშ

image

რიკერსი - ციხე-კუნძულია ისტ-რივერის უბეში (ნიუ-იორკის შტატი). ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოსასწორებელი კოლონია, რომლის შენახვა ამერიკის ხელისუფლებას წელიწადში 400 მილიონი დოლარი უჯდება.


image


2014 წლის აგვისტოში ფედერალურმა პროკურორმა პრიტ ბხარარიმ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც ლაპარაკი იყო " ძალადობის კულტურაზე" ციხის მეთვალყურეების მხრიდან, მათ შორის არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ. ასეთი შემთხვევები ამ ქვეყნის სხვა ციხეებშიც მრავლადაა.


image


აშშ-ის კანონის მიხედვით სიკვდილმისჯილ პატიმრებს უფლება აქვთ ბოლო დღეს მოითხოვონ ნებისმიერი კერძი. ასე, მაგალითად, სერიულმა მკვლელმა ჯონ უეინ გეისმა აირჩია შემწვარი ქათამი, ხამანწკები, კარტოფილი ფრი და მარწყვი.



4. ჩრდილოეთი კორეა


image


კანიბალიზმი - არც ისე იშვიათი შემთხვევაა ამ ქვეყანაში შიმშილისაგან ღონემიხდილ პატიმრებს შორის. ციხის ზედამხედველები აუპატიურებენ პატიმარ ქალებს, იყენებენ მათ მონებივით, დამნაშავეებზე ხშირად ახდენენ ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებების გამოცდას.


image


5. რუსეთი

image

აი ასე გამოიყურება კამერა რუსეთის რიგით საპყრობილეში.


image


პატიმრები დროის უმეტეს ნაწილს ხის ან ლითონის გადამამუშავებელ საამქროებში ატარებენ.


image


სუპი-ბალანდა, პური, კომბოსტო, კომპოტი-აი რუსი პატიმრის ყოველდღიური რაციონი.



6. ნორვეგია

image

ჰალდენის ციხე აშენებულია სპეციალურად ყველაზე მძიმე დამნაშავეებისათვის. კამერაში კომფორტული საწოლი და მაცივარია.


image


პატიმრები ზედამხედველების მეთვალყურეობის გარეშე სეირნობენ 30 ჰექტარი ფართობის ტყეში. აღსანიშნავია, რომ ამ ციხიდან გაქცევის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა.


image


პატიმრების ხელფასი დღეში 9 დოლარს შეადგენს. ამ ფულით მათ შეუძლიათ კვირაში ერთ დღეს სუპერმარკეტში წავიდნენ და დელიკატესები იყიდონ.


7. ავსტრია (ლეობენის ციხე)

image

აქ თვლიან, რომ პატიმრებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ყველა იმ სიკეთეზე, რაც ჩვეულებრივ, თავისუფალ ადამიანებს აქვთ. ციხეში არის ტრენაჟორებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, ფართო სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი, საცურაო აუზი. ინტერნეტით სარგებლობა შეუზღუდავია. ყველა კამერაშია ტელევიზორი და საშხაპე.


image


საინტერესო სტატისტიკა: ნორვეგიაში ყოფილ პატიმართა მხოლოდ 20% ხვდება განმეორებით ციხეში, დიდ ბრიტანეთში - 40%, ხოლო საქართველოში - 50%-ზე მეტი. როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ბიუჯეტიდან დიდი თანხების დახარჯვა იმისათვის, რომ ჩვენთანაც ისეთივე ციხეები იყოს, როგორიც ავსტრიასა და ნორვეგიაშია?

თქვენი აზრით, ასეთი კომფორტი და ფუფუნება ჩვენს ქვეყანაში მოახდენს გავლენას დამნაშავეების გამოსწორებაზე თუ ეს ფულის ფუჭად ხარჯვა იქნებოდა?

ველი თქვენს კომენტარებს!

10
1774
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1774
  
2016, 18 აგვისტო, 15:10
არ არც მიმაჩნია სწორედ ადამიანის მკვლელს ასეთი კომფორტული პირობები რომ აქვს ! თუნდაც ბრეივიკი ავიღოთ რამდენი დახოცა და ტიპი იმაზე უჩივოდა ციხეს სასამართლოში რომ ხედი არ მოსწონდა საკნიდან
2016, 18 აგვისტო, 15:09
მე ვთვლი რომ, ციხეში მოხვედრის უნდა ეშინოდეთ მითუმეტეს ჩვენი მენტალობის ხალხისთვის, რაც უფრო თავისუფლებას ვგრძნობთ მით უფრო მეტ ცუდს ვაკეთებთ. მაშინ ახსენდებათ უფალი პატივისცემა და ერთი მეორეს გაფრთხილებას როცა საფრთხეს ხედავენ... სამწუხაროა მაგრამ ესეა ქართული რეალობა!
2015, 25 აგვისტო, 12:52
მენტალიტეტია გამოსაცვლელი
2015, 25 აგვისტო, 12:51
მთავარია გარეთ გამოსწორდეს სიტუაცია. იდეოლოგიით და მოწოდებით დამნაშავე ისედაც ჩაიდენს დანაშაულს და ასედაც. შიგნით კარგი პირობების შექმნა გარეთ მოამრავლებს კრიმინალს. ეს საქართველოა
2015, 18 აგვისტო, 12:50
ნორვეგფია და ზოგადად სკანდინავიის ქვეყნები რომ ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევიან, ეს არავისთვისაა უცხო. ძალიან შრომისმოყვარე ხალხია და კარგად იციან თავიანთი საქმე. ჩვენ კი არ გვგვანან-ზარმაცებს :)
2015, 18 აგვისტო, 10:10
ნორვეგიაში ყველაზე მაღალი ცხოვრების დონეა . ჩვენთან რომ იყოს მსგავსი ციხე , ყოველი მეორე ქართველი ციხეში წავა :დ ნორვეგიაში დაახლოებით 5 პროცენტია უმუშევარი და სახელმწიფო უხდის თითოეულს უმუშევრობის ხელფასს , სანამ არ დასაქმდებიან. ეს არის ზუსტი ნორვეგიელი ნაცნობი მყავს და მისგან ვიცი :)))
2015, 17 აგვისტო, 16:45
"ც" კი არა, სწორედ ეგაა მთავარი
2015, 17 აგვისტო, 16:38
მენტალიტეტიც უნდა გავითვალისწინოთ, რა მხრივადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩვენთან.
2015, 17 აგვისტო, 16:14
გასაოცარია, რომ იქ დანაშაული მინიმუმადეა დაყვანილი, განმეორებითი პატიმრობის შემთხევევები კი ძალიან მცირეა
2015, 17 აგვისტო, 15:56
ეგეტ ციხესჰი ისნიც დაბრუნდებიან ვინც არ მჯდარან ... ნორვეგიისას ვგულისხმობ ...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10